საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 15-19 ოქტომბერს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე
სიახლეები
საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 15-19 ოქტომბერს

ჩაიარა კვირამ, რომლის განმავლობაში, მსოფლიო სააქციო, ბონდებზე მომგებიანობს ზრდის მოლოდინში, ბაზრებმა კლება დაიწყეს, ასევე გაიზარდა შიში იმისა, რომ გლობალური ეკონომიკის ზრდა შეფერხდება, რასაც ხელს სავაჭრო ომები შეუწყობს. ამ კვირაში ინვესტორთა ყურადღება ისევ სტატისტიკურ მონაცემებზე გადაინაცვლებს, რომლებსაც განვითარებული ქვეყნები უხვად გამოაქვეყნებენ.

ინვესტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ფედრეზერვის სექტემბრის სხდომის ჩანაწერებია, რომლებიც ოთხშაბათს გამოქვეყნდება. ამ სხდომაზე, აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა, დოლარზე საპროცენტო განაკვეთი წელს მესამედ გაზარდა. ამისთვის ფედრეზერვმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან კვლავ კრიტიკა დაიმსახურა.

ინვესტორების ინტერესის სფეროს ასევე წარმოადგენს აშშ-ში საცალო გაყიდვების სტატისტიკა, სამრეწველო წარმოების მდგომარეობა და უძრავი ქონების ბაზრის მონაცემები.

საინტერესო სიახლეებია მოსალოდნელი ევროპაში. ევროკავშირი და ბრიტანეთი ბრექსიტის თემაზე გააგრძელებენ მოლაპარაკებას. პარალელურად, კვლავ დაძაბული სიტუაციაა იტალიის ბიუჯეტთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ბრიტანეთში დასაქმების, ინფლაციის და საცალო გაყიდვების სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდება.

ჩინეთი ეკონომიკის მესამე კვარტლის მონაცემებს გამოაქვეყნებს. სავაჭრო ომის ფონზე, ინვესტორები ცისქვეშეთის ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირებას ელიან. ეს გაზრდს შიშს მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რასაც შესაძლოა, რისკიანი აქტივებისადმი ინვესტორების ლტოლვა გაანელოს.

გასული სავაჭრო კვირა, დოლარზე მოთხოვნის ზრდით აღინიშნა. ამის წყალობით, დოლარის ინდექსმა წინა სამი დღის დანაკარგები აღიდგინა. იკლო სააქციო ბაზრის კლების ტემპმა, რის ფონზეც, ინვესტორები კომპანიების მესამე კვარტლის მონაცემებს დაელოდებიან.

აშშ-ის 10-წლიან ბონდების მომგებიანობის ზრდამ, რამაც შვიდწლიან პიკს მიაღწია, სამშაბათს დოლარის ინდექსი 95.84-მდე გაზარდა, რაც ბოლო შვიდი კვირის მაქსიმალური მაჩვენებელია. ამას მოჰყვა ინდექსის ზედიზედ სამი დღის განმავლობაში კლება და ბოლოს, პარასკევს 94.94-მდე ასვლა.

დოლარის გამყარების კვალად, ბოლო რამდენიმე კვირის პიკური მაჩვენებლებიდან, ევრომ და სტერლინგმა პოზიციები დათმეს. კერძოდ, ევროს ფასმა 1.1609-დან (ბოლო ორი კვირის პიკი) 1.1559 დოლარამდე დაიკლო (პარასკევს), სტერლინგი კი 1.1609-დან (ბოლო სამი კვირის პიკი) 1.1559-მდ შემცირდა (პარასკევს). სტერლინგს კვლავაც მძიმე ტვირთად აწევს ბრექსიტთან დაკავშირებული გაურკვევლობა.

დლარსა და იაპონურ იენს (რისკებისგან თავშესაფარი აქტივი) შორის წონსწორობა თითქმის არ დარღვეულა და კვირის ბოლოს, ერთი დოლარი 112.19 იენი ღირდა.

 

ამ კვირის გამორჩეული მოვლენები

ორშაბათი

ევროკავშირის ქვეყნებმა, ევროპის კომისიას ბიუჯეტების საბოლოო ვარიანტები უნდა წარუდგინონ. მათგან ყველაზე მეტად, ინვესტორთა ყურადღება იტალიის მიმართ იქნება მიპყრობილი;

შეერთებულ შტატებში საცალო გაყიდვების სტატისტიკა გამოქვეყნდება;

კანადის ბანკი, ქვეყნის ბიზნესის კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს;

 

სამშაბათი

ახალ ზელანდიაში სამომხმარებლო ფასების ინფლაციის მონაცემებს გამოაქვეყნებენ;

ავსტრალიის სარეზერვო ბანკი, მონეტარული პოლიტიკის შეხვედრის ჩანაწერებს გამოაქვეყნებს;

ჩინეთში ინფლაციის მონაცემები გამოქვეყნდება;

ბრიტანეთში შრომის ბაზრის სტატისტიკა გამოქვეყნდება;

 

ოთხშაბათი

ბრიტანეთში ინფლაციის სტატისტიკა გამოქვეყნდება;

კანადა სამრეწველო პროდუქციის გაყიდვების სტატისტიკას გამოაქვეყნებს;

აშშ-ში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების და დაწყებული მშენებლობების სტატისტიკას გამოაქვეყნებენ;

აშშ-ის ფედრეზერვი, თავისი სექტემბრის სხდომის ჩანაწერებს გამოაქვეყნებს;

 

ხუთშაბათი

ავსტრალია შრომის ბაზრის სტატისტიკას გაგვაცნობს;

ტოკიოში გამოსვლა აქვს იაპონიის ბანკის მმართველ ჰარუჰიკო კუროდას;

ბრიტანეთში საცალო გაყიდვების სტატისტიკა გამოქვეყნდება;

გაიმართება სამმიტი ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის - განხილვის საგანი ბრექსიტია;

 

პარასკევი

ჩინეთი ეკონომიკის მესამე კვარტლის და სამრეწველო წარმოების მონაცემებს გამოაქვეყნებს;

ბრიტანეთში კერძო სექტორის სესხების სტატისტიკა გამოქვეყნდება;

კანადაში საცალო გაყიდვების და ინფლაციის მონაცემები გამოქვეყნდება;

ინგლისის ბანკის მმართველი მარკ კარნი ნიუ იორკში სიტყვით გამოვა.