მარიო დრაგი ინფლაციის ზრდის ტემპის შემცირებას არ გამორიცხავს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე
სიახლეები
მარიო დრაგი ინფლაციის ზრდის ტემპის შემცირებას არ გამორიცხავს

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტი მარიო დრაგი კვლავ ადასტურებს, რომ ევრო ზონის ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა წელს დასრულდება, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ინფლაციის და ზრდის ტემპი შესაძლოა, ისეთი არ იყოს, როგორც პროგნოზებით არის მოსალოდნელი.

საბანკო კონფერენციაზე გამოსვლისას, დრაგიმ აღნიშნა, რომ თუ ინფლაციის ზრდასთან დაკავშირებით, კომპანიების თავდაუჯერებლობა გაძლიერდება, მარჟაზე ზეწოლა უფრო მდგრადი გახდება. „ეს კი საბაზისო ინფლაციის ზრდის ტემპს შეანელებს. შესაბამისად, შესაძლოა უახლოეს რამდნმე კვარტალში ინფლაციის მოსალოდნელი დინამიკა შეიცვალოს“, - ამბობს დრაგი და დასძენს, რომ საშუალოვადიან პროგნოზთან დაკავშირებით, გაურკვევლობა გაძლიერდა.

ევროპის ცენტრალური ბანკი სტიმულირების პროგრამის იმ ნაწილს, რომელიც აქტივების შესყიდვებს გულისხმობს, დეკემბერში დაასრულებს. ამ პროგრამის ფარგლებში, უკვე 2.6 ტრილიონზე მეტი ევროს შესყიდვებია განხორციელებული. რაც შეეხება ევროზე მოკლევადიან განაკვეთს, ის რეკორდულად დაბალ დონეზე, ზაფხულის ბოლომდე დარჩება.