იაპონიის ბანკმა სამომავლო სამოქმედო გეგმა განიხილა

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
იაპონიის ბანკმა სამომავლო სამოქმედო გეგმა განიხილა

იაპონიის ბანკმა (BOJ) თავისი ოქტომბრის სხდომის ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ მისი მონეტარული საბჭოს წევრები, ულტრა-რბილი პოლიტიკის შესაძლო კორექტირებას განიხილავდნენ. საბჭოს ერთი წევრი კი ირწმუნებოდა, რომ გრძელვადიანი ბონდების მომგებიანობის ნულოვან დონეზე შეზღუდვა არაპროდუქტიულია.

ოქტომბრის სხდომის შემდეგ, BOJ-მა ინფლაციაზე თავისი პროგნოზი შეცვალა და სტიმულირების მასიური პროგრამა, რომელსაც ხშირად „მომგებიანობს მრუდის კონტროლად“ (YCC - იელდ კურვ კონტროლ) მოიხსენიებენ, სრულად შეინარჩუნა. ამ პროგრამის მიხედვით, მოკლევადიანი განაკვეთი მინუს 0.1 პროცენტის დონეზეა, 10-წლიანი ბონდების მომგებიანობა კი ნული პროცენტის ფარგლებშია.

იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა ასევე გამოაცხადა, რომ ესოდენ მსუბუქი მონეტარული პოლიტიკის დიდხანს შენარჩუნებას, ბანკების საქმიანობის დაზარალება შეუძლია. შესაბამისად, მათ ან კრედიტების გაცემის მადა შეუმცირდებათ, ან გაზრდილი რისკებით მუშაობა მოუწევთ.

მონტარული საბჭოს უმეტესობა დაეთანხმა სტიმულირების პროგრამის გაგრძელების საჭიროებას. მაგრამ ერთი წევრის აზრით, ბონდების მომგებიანობის ნულოვან დონეზე შეზღუდვა, „ინფლაციის მოლოდინების პოზიტიურ ეფექტებს პრაქტიკულად აბათილებს“. მისი აზრით, ბონდების მომგებიანობის ზღვარი უფრო ფართო ჩარჩოში უნდა მოექცეს. მაგრამ საბჭოს სხვა წევრის აზრით, ჩარჩოს ასეთი გაფართოება, BOJ-ის პოლიტიკისადმი (რომელიც ინფლაციის მიზნობრივ დონედ 2 პროცენტს მიიჩნევს) ბაზრის ნდობის შემცირებას გამოიწვევს.

საბჭოს ცხრა წევრიდან, ნაწილი შიშობს, რომ იაპონიას შემსუბუქების პროგრამის მოქმედების გახანგრძლივება ძვირად უჯდება. მეორე ნაწილის აზრით კი, BOJ-ს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია იმისთვის, რომ ინფლაციამ მიზნობრივ 2-პროცენტიან დონეს სწრაფად მიაღწიოს.

სწორედ ინფლაციის დაბალ დონეზე ყოფნა აიძულებს BOJ-ს, რომ ფასების ზრდის მიუხედავად, შეინარჩუნოს სტიმულირების უზარმაზარი პროგრამა. ამ პირობებში მცირდება ბანკების მოგება (რასაც მეტისმეტად დაბალი განაკვეთის წლების განმავლობაში შენარჩუნება განაპირობებს) და შემცირებულია აქტივობა ობლიგაციების ბაზარზე, რისი მიზეზიც, ცენტრალური ბანკის მიერ აქტივების უზარმაზარი მოცულობით შესყიდვები იწვევს.