იტალიის ბიუჯეტი ევროს ასუსტებს

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
იტალიის ბიუჯეტი ევროს ასუსტებს

მას შემდეგ, რაც ევრო კავშირმა, იტალიის ახალი ბიუჯეტის პროექტს, კავშირის წესების „უპრეცედენტო“ დარღვევა უწოდა, ინვესტორებმა იტალიის ბონდების და ევროს გაყიდვა დაიწყეს. ამან ევროს გაუფასურება და იტალიური ობლიგაციების ბოლო 4 წლის მინიმუმამდე კლება გამოიწვია.

ევრო კომისიის მიერ რომისთვის მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მეტისმეტად მაღალია და რომ სტრუქტურული დეფიციტი, კლების ნაცვლად გაიზრდება. რაც მთავარია, ქვეყნის ვალის მოცულობა, ევროკავშირის წესებს არ შეესაბამება. ამის პასუხად, იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ, ბიუჯეტის პროექტი დაიცვა.

მოსალოდნელი, რომ ევროკავშირის ხელმძღვანლობა, გაფრთხილების წერილს შეადგენს, რის საფუძველზეც, ბრიუსელი იტალიის ბიუჯეტის პროექტს თვის ბოლოს უარყოფს. საერთოდ, ევროკავშირისთვის ეს უპრეცედენტო შემთხვევა არ იქნება, როცა თავის წევრებს ბიუჯეტის გადახედვას მოსთხოვს, მაგრამ როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამჯერად გაფრთხილების და კომენტარების ტონი მეტისმეტად მკაცრი იქნება.

იტალიის 10-წლიანი ბონდების მომგებიანობა 3.74 პროცენტამდე გაიზარდა, რაც 2014 წლის შემდეგ, უმაღლესი მაჩვენებელია. იტალია/გერმანიის ბონდების მომგებიანობას შორის სხვაობა, რომელსაც ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ, 332 საბაზისო ერთეულამდე გაიზარდა, რაც ბოლო 5.5 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია.

იტალიის ბონდების გარდა, ინვესტორები ასევე ესპანეთის და პორტუგალიის ბონდებსაც ჰყიდიან. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნვს, რომ ეს იტალიური პრობლემის ამ ქვეყნებზე გადადების პირველი ნიშანია.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ იტალიური ბონდების მომგებიანობის ზრდის გაგრძელება მოსალოდნელია, ეს კი ევროზე უარყოფით ზეწოლას მოახდენს. ამის ფონზე, ინვესტორებმა თავიანთ პოზიციებში უკვე დაიწყეს იმის გათვალისწინება, რომ იტალიასა და ევროკავშირს შორის უთანხმოება გაიზრდება, რამაც შესაძლოა, ევროპის ცენტრალურ ბანკს (ECB), სტიმულირების პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მეტი სიფრთხილის გამოჩენა აიძულოს.

სტატისტიკა მოწმობს, რომ ევრო ზონის სავალუტო ბაზრებზე, ინვესტორები მოელიან, რომ ECB ეროზე განკვეთის აწევას მომავალი წლის ოქტომბერში დაიწყებს. არადა, ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში მათი მოლოდინი სექტემბერზე იყო.

 

ფოტოზე: რომის ცენტრალურ სადგურ ტერმინიში დამონტაჟებული ეს ეკრანი, გამვლელებს იტალიის სახელმწიფო ვალის მოცულობას უჩვენებს