გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ იენი გაამყარა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე
სიახლეები
გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ იენი გაამყარა

იაპონურმა იენმა ახალი კვირა ბოლო ერთი თვის მაქსიმალური ნიშნულის დაფიქსირებით დაიწყო, რაც პირველ რიგში, საუდელ ჟურნალისტთან დაკავშირებულმა გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ განპირობა. ინვესტორთა სიფრთხილეს ასევე იწვევს გლობალურ ეკონომიკასთან დაკავშირებული გაურკვევლობა. შედეგად, გაიზარდა მოთხოვნა რისკებისგან თავშესაფარ აქტივებზე, როგორებიცაა იენი, შვეიცარიული ფრანკი და ოქრო.

კვლავ მნიშვნელოვანი ფაქტორია შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის დაძაბული ურთიერთობა ვაჭრობის სფეროში. უკვე აშკარაა, რომ ის უარყოფითად მოქმედებს ჩინეთის ეკონომიკაზე, რაც გლობალური ეკონომიკის ზრდას შეაფერხებს, აქედან გამომდინარე რისკების ზრდით.

ამას ემატება ისიც, რომ საუდელი ჟურნალისტის გაუჩინარებას, დასავლეთ ევროპაში უკმაყოფილება მოჰყვა, რაზეც საუდის არაბეთი იმუქრება, რომ თუ ამის გამო რომელიმე ქვეყანა მასზე ზეწოლას მოახდენს, ამაზე მკაცრ პასუხს გასცემს. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე ხდება, რომ მალე ირანის მიმართ ახალი ეკონომიკური სანქციები, სრული მასშტაბით ამოქმედდება.

სირთულეები გაჩნდა ევროპაშიც: გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ბავარიელმა მოკავშირემ, სასტიკი მარცხი იწვნია ადგილობრივ არჩევნებზე, როგორიც 1950 წლის შემდეგ არ უწვნევია. ეს კი ევროპის უდიდესი ეკონომიკის სტაბილურობასთან დაკავშირებით, ინვესტორებს კითხვებს უჩენს. „სოსიეტე ჟენერალეს“ სავალუტო ანალიტიკოსი ალვინ ტანი თვლის, რომ ეს არ არის დიდი პოლიტიკური დაძაბულობის საფუძველი, თუმცა ინვესტორებისთვის საყურადღებო ფაქტია, რაც იენის და ფრანკის პოზიციებს ამყარებს.

იენი დოლართან წყვილში, თითქმის ნახევარი პროცენტით გამყარდა, რის შემდგაც, 1 დოლარის ფასი 111.64 იენამდე შემცირდა. ეს კი 18 სექტემბრის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

0.2 პროცენტით, 1.3121 დოლარამდე დაიკლო სტერლინგის ფასმა, რაც გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ბრექსიტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ადგილიდან არ იძვრის. სტერლინგი ევროსთან წყვილში 0.4 პროცენტით გაუფასურდა.

იტალიის ბიუჯეტთან დაკავშირებული მოლოდინების წყალობით, ევრო 1.1600 დოლარამდე გამყარდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ევროს გამყარება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ იტალიის მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებას დღეს აპირებს.

„მიზუჰო ბანკის“ მიერ ჩატარებული კვლევის შესაბამისად, საფონდო ბაზრებზე კლების გამო, რისკებისგან თავშესაფარ აქტივებზე მოთხოვნა იზრდება, რაც შესაძლოა, დოლარი-იენის წყვილის გაიაფებას იწვევს.

დაკიდევ, შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა სტივენ მნუჩინმა შაბათს განაცხადა, რომ ვაშინგტონს სურს, მომავალ სავაჭრო ხელშეკრულებებში, მათ შორის იაპონიასთანაც, შეიტანოს პუნქტი, რომელიც მხარეებს სავალუტო მანიპულაციების საშუალებას შეუზღუდავს. მსგავსი პუნქტი, ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ახალ შეთანხმებაში უკვე არის შეტანილი.

იაპონურმა მედიამ მნუჩინის ამ ნათქვამს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. გამოითქვა ვარაუდი, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა, მომავალში სავალუტო მანიპულაციად მიიჩნიოს ტოკიოს მიერ სავალუტო ბაზარზე ინტერვენციები, რომელთა მიზანსაც, იენის მეტისმეტი გამყარების აღკვეთა წარმოადგენს.