ფინანსური ბაზარი მერმისს სტერლინგზე განაკვეთის ზრდას აღარ ელის

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე
სიახლეები
ფინანსური ბაზარი მერმისს სტერლინგზე განაკვეთის ზრდას აღარ ელის

როიტერსის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბრექსიტის მინისტრმა დომინიკ რააბმა გადადგომის შესახებ გამოაცხადა, მკვეთრად შემცირდა იმის ალბათობა, რომ ინგლისის ბანკი სტერლინგზე განკვეთის აწევას მომავალ წელს დაიწყებს. სწორედ ბაზრის განწყობის რადიკალური ცვლა აისახა სტერლინგის მკვეთრ ვარდნაზე.

აქამდე ინვესტორების დიდ ნაწილს, გრძელვადიან პროგნოზში გათვალისწინებული ჰქონდა, რომ ინგლისის ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას 2019 წელს დაიწყებდა. ამჯერად კი მათმა მოლოდინმა 2020 წელზე გადაინაცვლა. შეგახსენებთ, რომ ამჟამად სტერლინგზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთი 0.75 პროცენტია.

რააბმა თავისი გადადგომით, პრემიერ ტერეზა მეის ბრექსიტის შეთანხმების პროექტისადმი პროტესტი გამოხატა, რამაც სამთავრობო კრიზის გამოიწვია. ამას კი სტერლინგის კურსის და ბრიტანეთის სამთავრობო ბონდების ვარდნა მოჰყვა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, თუ ბრიტანეთი ევროკავშირიდან ხელშეკრულების მიუღწევლად გავა, მის ეკონომიკას ეს დაახლოებით მშპ-ს 6 პროცენტის დაკარგვად დაუჯდება. ხელშეკრულებით გასვლა კი მსოფლიოს მეხუთე უდიდესი ეკონომიკისთვის ბრექსიტით გამოწვეულ დანაკარგებს გაანახევრებს.