ფედრეზერვს ნეიტრალურ რეჟიმამდე ცოტა კიდევ დარჩა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე
სიახლეები
ფედრეზერვს ნეიტრალურ რეჟიმამდე ცოტა კიდევ დარჩა

შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის საბჭოს წევრი, ჩიკაგოს ფედრეზერვის პრეზიდნტი ჩარლზ ევანსი ამბობს, რომ ფედრეზერვს დოლარზე საპროცენტო განაკვეთის აწევა კიდევ რამდენჯერმე მოუწევს, სანამ მონეტარული პოლიტიკა ნეიტრალურ რეჟიმზე გადავა.

ნეიტრალურ რეჟიმში, ფედრეზერვს არც ეკონომიკის სტიმულირება მოუწევს და აღარც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე იზრუნებს. ეს კი ინფლაციის მიზნობრივი 2-პროცენტიანი დონის სიახლოვეს შენარჩუნებაზე იქნება დამოკიდებული.

ევანსი ამბობს, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა ძალიან კარგ მდგომარეობაშია. მოსალოდნელია, რომ მისი მთლიანი შიდა პროდუქტი წელს 3.2 პროცენტით გაიზრდება, მომავალ წელს კი - 2.5 პროცენტით. უფრო მეტიც, კიდევ უფრო შემცირდება უმუშევრობის ახლანდელი დონე (ბოლო სტატისტიკით 3.7 პროცენტი), რომელიც ისედაც სრულ დასაქმებად ფასდება.

რაც შეეხება ინფლაციას, ის რამდენიმე მეათედით კიდევ გაიზრდება და მიზნობრივ 2-ოპროცენტიან დონეს ოდნავ ასცდება. ევანსი თვლის, რომ დოლარზე საპროცენტო განაკვეთის ნეიტრალური არეალი, 2.75-დან 3.0 პროცენტამდეა.