ფედრეზერვის ჯორჯი განაკვეთის შემდგომ ზრდას ემხრობა

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
ფედრეზერვის ჯორჯი განაკვეთის შემდგომ ზრდას ემხრობა

იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფედრეზერვის მონeტარულ პოლიტიკას აკრიტიკებს, ცენტრალური ბანკის წევრები პრაქტიკულად ერთსულოვნად აცხადებენ, რომ დოლარზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა გაგრძელდება.

კანზას სიტის ფედრეზერვის პრეზიდენტ ესთერ ჯორჯის თქმით, განაკვეთის ზრდის საფუძველს, დასაქმების მაღალი დონე წარმოადგენს, რომელიც მომდევნო წლებში ინფლაციის ზრდის ძირითადი ფაქტორი იქნება.

„პრაქტიკულად ყველა მაჩვენებლის შესაბამისად, აშშ-ის ეკონომიკა ძალიან კარგ მდგომარეობაშია“, - ქალაქ ტულსაში (შტატი ოკლაჰომა), ეკონომიკურ აორუმზე გამოსვლისას განაცხადა ჯორჯმა (ფოტოზე), ვინც მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას, წელს ხმის უფლებით არ სარგებლობს, თუმცა ცენტრალური ბანკის დისკუსიებში მონაწილეობს.

ჯორჯი ამბობს, რომ დასაქმებულთა რიცხვის ზრდის ტემპი ალბათ შემცირდება, რადგან ამ ეტაპზე, ეკონომიკა პრაქტიკულად სრული დასაქმების მდგომარეობაში იმყოფება და კომპანიებს ვაკანსიების შევსება სულ უფრო მეტად უჭირთ. ის დასძენს, რომ ეს სიტუაცია, მეტწილად დოლარზე დაბალი განაკვეთის დამსახურებაა, რომელსაც ბანკი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა. ამავე გარემოებას, ინფლაციის შემდგომი ზრდის გამოწვევა შეუძლია რაც ალბათ მომდევნო წლებში იქნება აქტუალური.

ჯორჯი დასძენს, რომ ის ემხრობა ცენტრალური ბანკის მიდგომას, რომელიც დოლარზე განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს და დასძენს, რომ ასეთი პოლიტიკა გაგრძელდება. თუმცა განაკვეთის ზრდის ტემპი FOMC-ის (ღია ბაზრების ფედერალური კომიტეტი) მსჯელობის საგანია.