ფედრეზერვის ჩანაწერები განაკვეთის დეკემბერში ზრდაზე მიგვანიშნებს

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
ფედრეზერვის ჩანაწერები განაკვეთის დეკემბერში ზრდაზე მიგვანიშნებს

ფედრეზერვმა ნოემბრის სხდომის ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ მონეტარული პოლიტიკის სწრაფი ტემპით გამკაცრებას, ეკონომიკის განვითარების ტემპის შენელება შეუძლია. თუმცა ცენტრალური ბანკის რიტორიკა მიგვანიშნებს, რომ განაკვეთის საფეხურებრივი ზრდის პროცესი გაგრძელდება. ფედრეზერვის ასეთ განწყობას ხელს უწყობს ეკონომიკის მდგრადი განვითარება და სტაბილური ინფლაცია განაპირობებს.

„წევრები (ფედრეზერვის) მოელიან, რომ ეკონომიკური აქტივობის მდგრადი განვითარების, შრომის მყარი ბაზრის და ინფლაციის მიზნობრივი 2-პროცენტიანი ზღვარის სიახლოვეს შენარჩუნების პირობებში, საშუალოვადან პერსპექტივაში, განაკვეთის მიზნობრივი შუალედისკენ საფეხურებრივი ზრდის გაგრძელება შესაძლებელი იქნება“, - ნათქვამია ჩანაწერებში.

8 ნოემბერს ჩატარებული სხდომის დროს, ცენტრალურმა ბანკმა დოლარზე მოკლევადიანი განაკვეთი უცვლელად, 2.0-2.25 პროცენტის შუალედში დატოვა. იმავდროულად ითქვა, რომ განაკვეთის ზრდა გაგრძელდება, რათა შესაძლებელი გახდეს ინფლაციის სასურველ ზღვარში შენარჩუნება.

ფედრეზერვის მონეტარული საბჭოს ზოგიერთმა წევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ განაკვეთი ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონასთან ახლოსაა. შიშობენ, რომ განაკვეთის მეტისმეტად სწრაფ ზრდას, ეკონომიკის განვითარების შეფერხება და ინფლაციაზე, შემცირების მიმართულებით ზეწოლის გაზრდის გამოწვევა შეუძლია.

ფედრეზერვის ჩანაწერებმა ნაწილობრივ გააბათილა ის ეფექტი, რომელიც ერთი დღით ადრე, ნიუ იორკში ჯერომ პაუელის გამოსვლამ იქონია. ინვესტორებმა ის მეტისმეტად მტრედულად მიიჩნიეს, რასაც შედეგად დოლარის კურსის მცირე ვარდნა მოჰყვა.