ფედრეზერვი განაკვეთის ეტაპობრივ ზრდას გააგრძელებს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე
სიახლეები
ფედრეზერვი განაკვეთის ეტაპობრივ ზრდას გააგრძელებს

ფედერალურმა რეზერვმა, თავისი სექტემბრის სხდომის ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელიც კვლავ ადასტურებს, რომ შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკი, დოლარზე საპროცენტო განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის გაგრძელებას აპირებს. ამას ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური ზრდა და ინფლაციის მიზნობრივ არეალში შენარჩუნება განაპირობებს.

ფედრეზერვის განცხადებაში ნათქვამია, რომ მესამე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი უფრო მაღალი ტემპით გაიზრდება. ასევე აღინიშნა, რომ ეკონომიკაზე ქარიშხალ ფლორენსის ზემოქმედება მხოლოდ დროებითი მოვლენაა და ის წლის მეორე ნახევარში ეკონომიკის ზრდაზე დიდ გავლენას ვერ იქონიებს.

26 სექტემბერს ფედრეზერვმა წელს მესამედ ასწია დოლარზე საპროცენტო განაკვეთი, რის შემდეგაც ის 2.00-2.25 პროცენტის შუალედში მოექცა. ბაზარი ახლა ფედრეზერვის დეკემბრის სხდომის და მასზე განაკვეთის კიდევ ერთხელ აწევის მოლოდინშია.

ჩანაწერებში ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ ფედრეზერვის წევრების ნაწილი, ინფლაციის მიზნობრივ 2-პროცენტიან დონეზე ოდნავ მაღლა ასვლას პრობლემად არ მიიჩნვს. თუმცა მათივე აზრით, ეს დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს. ღია ბაზრების ფედერალური კომიტეტი (FOMC), თავის გადაწყვეტილებას განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის შესახებ იმით ხსნის, რომ ასე ეკონომიკის შეფერხებას არ გამოიწვევს და ინფლაციასაც მიზნობრივი დონის სიახლოვეს, სტაბილურად შეინარჩუნებს.