ევროპის დაბერება უფრო ხანგრძლივ რეცესიებს გამოიწვევს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე
სიახლეები
ევროპის დაბერება უფრო ხანგრძლივ რეცესიებს გამოიწვევს

ევროპის მოსახლეობის დაბერება, რეგიონის მონეტარულ პოლიტიკას სულ უფრო შეზღუდავს, რასაც შედეგად რეცესიის უფრო პერიოდების განხაგრძლივება და ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესის დასუსტება მოჰყვება - ამბობს ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მთავარი ეკონომისტი პეტერ პრაეტი (ფოტოზე).

პრაეტის თქმით, დემოგრაფიული ძვრები უკვე ახდენს რეალურ გავლენას ევროს საპროცენტო განაკვეთზე, რაც მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას, ECB-ს შესაძლებლობებს ზღუდავს. პრატი ამბობს, რომ შემდგომში ეს ზეგავლენა გაძლიერდება, რაც გაზრდის იმის რისკს, რომ ევროზონაში ინფლაცია სულ უფრო ხშირად დაშორდება მიზნობრივ დონეს.

უკვე ხუთი წელია, რაც ECB ვერ ახერხებს ინფლაციის მიზნობრივი 2-პროცენტიანი დონის მიღწევას. უფრო მეტიც, ამის პერსპექტივა, მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე არ ჩანს. ეს მოწმობს, რომ მონეტარულ პოლიტიკას თავისი პოტენციალი ნაწილობრივ დაკარგული აქვს. არადა, ცენტრალურმა ბანკმა, ეკონომიკის სტიმულირებისთვის უპრეცედენტო საშუალებები გამოიყენა.

პრაეტი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით, ეკონომიკის სტაბილიზაციის მიღწევა შესაძლებელი გახდა, თუმცა ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ნეიტრალური განაკვეთის დონემ, რომელსაც ხშირად ეკვილიბრიუმის განაკვეთადაც მოიხსენიებენ, მკვეთრად დაიწია. ეს იმ ფონზე ხდება, როცა დაბერებული მოსახლეობის დანაზოგები იზრდება, მწარმოებლობა კი კლებულობს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ პენსიონერთა წილი მომუშავეთა რაოდენობასთან მიმართებით მატულობს.

პრაეტი დასძენს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი შესაძლოა იყოს საპენსიო ასაკის გაზრდა. გარდა ამისა, უნდა გატარდეს ღონსძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს შრომისუნარიანი მოსახლეობის მეტ დასაქმებას. ამის ერთ-ერთი საშუალება არის პროფესიული ტრენინგები და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, რაც დამსაქმებლების ინტერესშიც შედის. შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების წილის ზრდის კიდევ ერთი საშუალებაა წარმოების მოცულობის ზრდა, რისი განხორციელებაც, კავშირის ფარგლებში, წარმოების ეფექტური გადანაწილებით არის შესაძლებელი.