ევრო ზონის სუსტი სტატისტიკა ევროს ვარდნას აიძულებს

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
ევრო ზონის სუსტი სტატისტიკა ევროს ვარდნას აიძულებს

დღეს ეკონომიკური მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ, ევროს კურსმა დოლართან წყვილში დაახლოებით ნახევარი პროცენტით დაიკლო. სუსტი სტატისტიკა, ევრო ზონის ეკონმიკის ზრდის ტემპის შესაძლო კლების მოლოდინს აძლიერებს და ეს საერთო ევროპული ვალუტის დასუსტებას იწვევს.

ევრო ზონის ყველაზე დიდი ეკონომიკის, გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტის კვარტალური მაჩვენებელი კვლავ 0.2 პროცენტით შემცირდა. კვლავ დაბალია (1.1) გერმანიის მშპ-ს ზრდის წლიური მაჩვენებელი. უარყოფითი სტატისტიკა დაფიქსირდა გერმანიის მრეწველობის შესყიდვების მენეჯერთა ინდექსზე (PMI), ევრო ზონის ანალოგიურ მაჩვენებელზე და ასევე მომსახურების სფეროს შესყიდვების ინდექსზე.

აღნიშნული სტატისტიკური მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ, ევრო დოლართან წყვილში ჯერ 1.1400 დოლარს ჩამოსცდა, შემდეგ კი 1.1336-მდე შემცირდა. აქ ვარდნა შეჩერდა და საერთო ევროპულმა ვალუტამ, ნაწილობრივ აღიდგინა დანაკარგი. ევრომ პოზიციები შვეიცარიულ ფრანკთან წყვილშიც დათმო.

ევროპული ვალუტის დასუსტებამ, დოლარის ინდექსის ზრდას შეუწყო ხელი. ეს უკანასკნელი, ექვსი წამყვანი ვალუტის საფასო კალათასთან შედარებით, 0.3 პროცენტით გამყარდა და 96.706-მდე გაიზარდა. თუმცა ინდექსი შორსაა იმ 16-თვიანი მაქსიმუმიდან, რომელიც ამ თვეში დააფიქსირა.

ევროსაც და სტერლინგსაც ხუთშაბათს ზრდა ჰქონდათ, რაც იმ ინფორმაციის გამოქვეყნებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირმა და ბრიტანეთმა ბრექსიტთან დაკავშირებული ხელშეკრულების პროექტი შეათანხმეს. თუმცა ის ჯერ ევრო კავშირის ლიდერებმა უნდა დაამტკიცონ კვირის სამმიტზე, შემდეგ კი პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ, პარლამენტის თანხმობა უნდა მიიღოს.~, რაც ერთობ რთული იქნება.