ევრო ზონა ახალი კრიზისისთვის მზად არ არის

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე
სიახლეები
ევრო ზონა ახალი კრიზისისთვის მზად არ არის

გამოცემა „ლე პარისიენთან“ საუბრისას, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა, რომ იტალიის საბიუჯეტო კრიზისი ევრო კავშირს არ გადაედება, თუმცა იმავდროულად ის თვლის, რომ ევრო ზონა ახალი ეკონომიკური კრიზისისთვის მზად არაა.

ევროპის კომისიამ იტალიის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უარყო და ამის მიზეზად ის გარემოება დაასახელა, რომ ის სახელმწიფო ხარჯებთან დაკავშირებით, ევროკავშირის წესებს არღვევს. ევროკომისიამ რომს ბიუჯეტის ახალი პროექტის სამ კვირაში მომზადება სთხოვა.

„კრიზისის ევროპაში გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ჩვენ მივმართეთ იტალიას და იმედი მაქვს, რომ იტალია თავს ხელში აიყვანს. მაგრამ არის თუ არა ევროზონა ახალი ეკონომიკური კრიზისისთვის მზად? ჩემი პასუხია - არა. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენს პარტნიორებს, რომ საბანკო კავშირები გაამყარონ და ევროზონის საინვესტიციო ბიუჯეტი ჩამოაყალიბონ“, - ამბობს ლე მერი.

ევროზონის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რომსა და ბრიუსელს შორის უპრეცედენტო დაპირისპირების გამო, რეფორმების პროცესი შეყოვნდება და მისი ეფექტიც გაბათილდება. ლე მერი ასევე ამბობს, რომ ფრანგულმა ბანკებმა, რომლებსაც ფილიალები აქვთ იტალიაში, კორპორატიული და საოჯახო სესხების სახით, ჯამში დაახლოებით 280 მილიარდი ევრო გასცეს.