დემოკრატების გამარჯვებამ დოლარი დაასუსტა

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
დემოკრატების გამარჯვებამ დოლარი დაასუსტა

როგორც მოსალოდნელი იყო, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების მიერ უმრავლესობის მოპოვებას, დოლარის დასუსტება მოჰყვა. იმ დროს, როცა სენატში რესპუბლიკელები უპირატესობას კვლავაც ინარჩუნებენ, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების გამარჯვება, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დღის წესრიგს კორექტივებს უმზადებს.

წლის განმავლობაში დოლარმა პოზიციები გაიმყარა, რაც ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარების, დოლარზე განაკვეთის ზრდის და აშშ-ის ფისკალური პოლიტიკის შედეგია. განკვეთის ზრდა კი ის ასპექტია, რომლის გამოც, პრეზიდენტი ტრამპი ფედრეზერვს და მის შეფ ჯერომ პაუელს ხშირად აკრიტიკებს.

საშუალდ არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, დოლარის ინდექსმა, რომელიც მსოფლიოს ექვსი წამყვანი ვალუტისადმი, ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, 0.38 პროცენტით, 95.75-მდე დაიკლო. არადა, გასულ კვირაში ამავე ინდექსმა ბოლო 16 თვის მაქსიმალურ მაჩვენებელს - 96.98-ს მიაღწია. ზრდა გამოიწვია იმის მოლოდინმა, რომ ფედრეზერვი დოლარზე განაკვეთს დეკემბერში კიდევ ერთხელ ასწევს. ეს მოლოდინი, აშშ-ის შრომის ბაზრის სტატისტიკის გამოქვეყნებამ გააძლიერა.

თუმცა მანამდე ფედრეზერვს ნოემბრის სხდომა აქვს ჩასატარებელი, რომელიც დღეს დაიწყება და მასზე მიღებული გადაწყვეტილება ხვალ გამოქვეყნდება. ინვესტორები ამ სხდომაზე განაკვეთის აწევას არ ელიან.

შუადღისთვის ევრო დლართან წყვილში 0.35 პროცენტით იყო გამყარებული და 1 ევრო 1.1467 დლარი ღირდა. ამასთან, ევროპულმა ვალუტამ ზრდა ამის შემდეგაც გააგრძელა და ჩვენი დროით 14:25-სთვის 1.1500 დლარს მიაღწია.

დოლართან პოზიცია იენმაც გაიუმჯობესა (0.23 პროცენტით) და შუადღისთვის 1 დოლარი 113.17 იენამდე იყო შემცირებული. 14:25-სთვის ფასი 112.97 იენამდე შემცირდა. დლართან წყვილში 0.31 პროცენტით გამყარდა სტერლინგი, რომელიც შუადღისთვის 1.3140 დოლარი ღირდა. ამჟამად კი ფასი 1.3161 დოლარამდე არის გაზრდილი. დლარის საერთო სისუსტის გარდა, სტერლინგის სიმყარეს, ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის, ბრექსიტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმების მოლოდინიც ამყარებს.