საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 15-19 აპრილს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 15-19 აპრილს

ამ კვირაში შეერთებული შტატების ეკონომიკური კალენდარი ჩვეულებრივზე მეტად დატვირთულია. გამოქვეყნდება მშენებლობის, საცალო გაყიდვების, სამრეწველო წარმოების, ვაჭრობის და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების სტატისტიკური მაჩვენებლები. გარდა ამისა, ფედრეზერვის რამდენიმე წევრს გამოსვლა აქვს.

ჩინეთი თავისი ეკონომიკის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს, რომელმაც ინვესტორებს უნდა მიანიშნოს, უახლოეს მომავალში რა მდგომარეობაში იქნება მსოფლიო ეკონომიკა. ჩინური დადებითი სტატისტიკა ოპტიმისტურ განწყობას და რისკულ აქტივებზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს.

კვირის ბოლო სავაჭრო დღეს - პარასკევს, მსოფლიო ბაზრების დიდი ნაწილი სააღდგომო არდადეგებზე იქნება. შესაბამისად, დაიკლებს აქტივობა.

 

ამ კვირაში ფორექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები

ორშაბათი

კანადის ბანკი ბიზნესის მიმოხილვას გამოაქვეყნებს;

გამოსვლები აქვთ ჩიკაგოს ფედრეზერვის პრეზიდენტ ჩარლზ ევანსს და ბოსტონის ფედრეზერვის პრეზიდენტ ერიკ როზენგრენს;

 

სამშაბათი

ავსტრალიის სარეზერვო ბანკი, თავისი ბოლო მონეტარული სხდომის ჩანაწერებს გამოაქვეყნებს;

ბრიტანეთში დასაქმების შესახებ მოხსენება გამოქვეყნდება;

ინსტიტუტი ZEW გერმანიის ეკონომიკაში არსებული განწყობის შესახებ მოხსენებას გამოაქვეყნებს;

კანადაში წარმოებაში გაყიდვების მონაცემები გამოქვეყნდება;

აშშ-ში სამრეწველო წარმოების მაჩვენებლები გამოქვეყნდება;

გამოსვლა აქვს დალასის ფედრეზერვის პრეზიდენტ რობერტ კაპლანს;

 

ოთხშაბათი

ახალ ზელანდიაში ინფლაციის მაჩვენებლები გამოქვეყნდება;

ჩინეთში ეკონომიკის პირველი კვარტლის მაჩვენებლები და მრეწველობის ძირითად კაპიტალში ინვესტიციების მაჩვენებლები გამოქვეყნდება;

ბრიტანეთში ინფლაციის სტატისტიკას გამოაქვეყნებენ;

კანადაში ვაჭრობის და ინფლაციის მაჩვენებლები გამოქვეყნდება;

ინგლისის ბანკის მმართველი მარკ კარნი პარიზში სიტყვით გამოვა;

ფედრეზერვი კრემისფერ წიგნს გამოაქვეყნებს;

ფილადელფიის და სენტ ლუისის ფედრეზერვის ხელმძღვანელები - პატრიკ ჰარკერს და ჯეიმს ბულარდს გამოსვლები აქვთ;

 

ხუთშაბათი

ავსტრალია შრომის ბაზრის სტატისტიკას გამოაქვეყნებს;

ევრო ზონაში კერძო სექტორის აქტივობის მაჩვენებლები გამოქვეყნდება;

ბრიტანეთში საცალო ვაჭრობის სტატისტიკა გამოქვეყნდება;

კანადა და შეერთებული შტატები საცალო ვაჭრობის სტატისტიკურ მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ;

გამოსვლა აქვს ატლანტას ფედრეზერვის პრეზიდენტ რაფაელ ბოსტიჩს;

 

პარასკევი

ჰონ კონგის, ევროპის და შეერთებული შტატების ფინანსური ბაზრები, სააღდგომო არდადეგებზე იქნებიან.