მერკელის სიტყვებმა სტერლინგი გაამყარა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
მერკელის სიტყვებმა სტერლინგი გაამყარა

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებამ იმის შესახებ, რომ ევროპის კავშირის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ბრიტანეთს ბრექსიტთან დაკავშირებით, „ძალიან მნიშვნელოვანი“ რამ შესთავაზა, ბრიტანული სტერლინგის მკვეთრი გამყარება გამოიწვია.

სტერლინგი ზედიზედ შვიდი დღის განმავლობაში ეცემოდა, რაც აგვისტოს შემდეგ, ყველაზე ხანგრძლივი ვარდნაა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბრიტანულ პარლამენტში, ბრექსიტის ევროკავშირთან შეთანხმებული გეგმის კენჭისყრის წინ, ევროპულმა მხარემ დათმობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ანალიტიკოსები თვლინ, რომ ევროპის მხრიდან დათმობის გარეშე, პრემიერ ტერეზა მეის გეგმას, პარლამენტში ხვალ გასამართ კენჭისყრაზე, მოგების შანსი არ აქვს. ამიტომ მეი ყველა შესაძლო ვარიანტს ამზადებს, რათა ბრიტანეთის ეკონომიკა მძიმე დარტყმისგან დაიცვას.

„მიზუჰო ბანკის“ სავალუტო ბაზრის ანალიტიკოსი ნილ ჯონსი ფიქრობს, რომ იუნკერმა ბრიტანეთს ისეთი შეთავაზება გაუგზავნა, რომელიც მეის გეგმას პარლამენტში კენჭისყრისას დაეხმარება. თუმცა იმასაც დასძენს, რომ ამ შეთავაზების გასაანალიზებლად, მეის დრო აღარ დარჩა.

შუაღამისთვის ერთი სტერლინგის ფასი 1.3285 დოლარამდე გაიზარდა, თუმცა წინა მაქსიმუმისთვის (1.3350) ჯერ არ მიუღწევია.