მაისში ევრო ზონის ინფლაცია ECB-ს მიზნობრივ დონეს ასცდა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
მაისში ევრო ზონის ინფლაცია ECB-ს მიზნობრივ დონეს ასცდა

ევრო ზონის ინფლაციამ მაისში ევროპის ცენტრალური ბანკის მიზნობრივი დონე გადალახა. ერთი მხრივ, ეს ცენტრალურ ბანკს მონტარული პოლიტიკის გამკაცრების დაწყების იმედს აძლევს, მაგრამ მეორე მხრივ, მომხმარებელთა უკმაყოფილების გამოწვევაც შეუძლია, რომლებისთვისაც პანდემიის ფონზე ფასების ზრდა, ახალი თავსატეხი გახდება.

ევრო ზონის 19 ქვეყნის ფარგლებში ინფლაციამ მაისში 2 პროცენტს მიაღწია. შედარებისთვის, აპრილის ანალოგიური მაჩვენებელი 1.6 პროცენტი იყო. ინფლაციის ზრდას უპირველეს ყოვლისა, ენერგომატარებლების ფასის ზრდა განაპირობებს. ცენტრალური ბანკის განსაზღვრებით, ინფლაცია უნდა იყოს 2 პროცენტის სიახლოვეს, ამ დონის დაბლა.

როიტერსის მიერ, ეკონომისტებს შორის ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათი მოლოდინით, ინფლაცია 1.9 პროცენტი უნდა ყოფილიყო. არსებობს ვარაუდი, რომ დროებით ფაქტორებზე მეტად, ინფლაციის ზრდას, სტრუქტურული ფაქტორები იწვევს.

„ყველა ველოდით ამას, მაგრამ ბევრი ადამიანი ნერვიულობას იწყებს. ინფლაცია სწრაფად ბრუნდება იმ მომენტში, როდესაც ეკონომიკასთან დაკავშირებული ახალი ამბები, სულ უფრო მეტ ოპტიმიზმს იწვევს. იმავდროულად, ეკონომიკის გახსნის ფონზე, შრომის ბაზარიც უმჯობესდება“, - ამბობს ING-ს ეკონომისტიბერტ კოლიჟნი.

ყველაფერთან ერთად, მაისის ინფლაცია ჯერაც არაა მაქსიმუმი. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ  წლის ბოლოს მაჩვენებელი 2.5 პროცენტს მიაღწევს. ამის საფუძველიც, ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება და სასაქონლო ფასების ზრდა იქნება.

ყოველივეს მიუხედავად, ევროპის ცენტრალური ბანკი კვლავ არ აპირებს მონტარული პოლიტიკის შეცვლას და იმეორებს, რომ ინფლაციის ხანმოკლე ზრდა ვერ გადაფარავს იმ პერიოდის დაბალ ინფლაციას, რომელიც ბოლო ათწლეული გრძელდებოდა.

ECB-ს მონეტარული პოლიტიკის საბჭოს წევრთა აზრით, ინფლაციის სწრაფი ზრდის გამომწვევი მიზეზები, მომავალი წლის დასაწყისში გაქრება, რის შემდეგაც, ინფლაცია კვლავ მიზნობრივ დონეზე დაბლა ჩამოვა და იქ წლების განმავლობაში დარჩება. ასეთი ვარაუდის საფუძველს, ხელფასების ზრდის დაბალი ტემპი იძლევა.

უმუშევრობის დონე აპრილში 8 პროცენტამდე შემცირდა (მარტის 8.1 პროცენტიდან), მაგრამ ის მაინც ძალინ მაღლაა იმ დონისგან, რომელიც პანდემიამდე ფიქსირდებოდა. ამასთან, უმუშევრობის შემცირებას, ხელს უწყობს მთავრობათა სუბსიდიები.

ძირეული ინფლაცია, რომელიც არ მოიცავს ენერგეტიკასა და სურსათზე სწრაფად ცვალებად ფასებს, 0.9 პროცენტამდ გაიზარდა (0.8-დან). ალკოჰოლური და თამბაქოს ნწარმის გამოკლებითაც, ინფლაცია 0.9 პროცენტია (გაიზარდა 0.7-დან).