გოლდმენ საქსის პროგნოზით, ფედრეზერვი განაკვეთის ზრდას 2020 წლის 4Q-ში განახალებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
გოლდმენ საქსის პროგნოზით, ფედრეზერვი განაკვეთის ზრდას 2020 წლის 4Q-ში განახალებს

„გოლდმენ საქსის“ ჯგუფის ეკონომისტების ვარაუდით, ფედრეზერვი ნორმალზაციის პროცესს 2020 წლის მეოთხე კვარტალში განაახლებს. მათი ადრინდელი პროგნოზით, განაკვეთის ზრდის პროცესის განახლება, 2020 წლის პირველ კვარტალში იყო მოსალოდნელი. მაგრამ პოლიტიკური დაძაბულობის და დაბალი ინფლაციის გამო, ამერიკული ბანკის ეკონომისტებმა პროგნოზი შეცვალეს.

იმავდროულად, ბანკმა აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზული მაჩვენებელი 2019 წლის მეორე ნახევრისთვის 2.5 პროცენტამდე, 2020 წლის პირველი ნახევრისთვის კი 2.25 პროცენტამდე გაზარდა. ეკონომიკის ზრდის უკეთესი პროგნოზის მიუხედავად, ამერიკული ბანკი ვარაუდობს, რომ განკვეთის მეორე ზრდა 2021 წელს მოხდება.