დანსკე ბანკი: EURUSD-ს ფასი ECB-ს გადაწყვეტილებას დაელოდება

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დანსკე ბანკი: EURUSD-ს ფასი ECB-ს გადაწყვეტილებას დაელოდება

„დანსკე ბანკის“ უფროს ანალიტიკოს კრისტოფერ კიაერ ლომჰოლტის თქმით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის შრომის ბაზრის მაჩვენებლებმა EURUSD-ს რყევა არ გამოიწვია, ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) გადაწყვეტილებამდე, რომელიმე მიმართულებით, წყვილის მნიშვნელოვანი გადაადგილება მოსალოდნელი არ არის.

ლომჰოლტი ფიქრობს, რომ წყვილის მკვეთრი მოძრაობის გამოწვევა, ECB-ს მიერ განაკვეთის შეკვეცას, ან სტიმულირების ახალი პროგრამის დაწყებას შეუძლია. თუმცა თავადვე დასძენს, რომ ამ ეტაპზე, ECB-სგან ასეთი მკვეთრი ქმედება ნაკლებად მოსალოდნელია.

გარდა ამისა, ლომჰოლტი ამბობს, რომ წყვილის ზრდის გამოწვევა, აშშ-სა და ჩინეთს შორის მოლაპარაკების პროგრესს შეუძლია. ამ შემთხვევაში, ბაზრებზე რისკიან აქტივებზე მოთხოვნა გაიზრდება, რაც ევროსთვის ბიძგის მიმცემი გახდება. დაბოლოს, ის თვლის, რომ ბრექსიტის ვადის დიდი ხნით გადატანა, EURUSD-ზე ძლიერ ზემოქმედებას ვერ მოახდენს.