ბრიტანეთის პარლამენტი ბრექსიტის გადადების მომხრეა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ბრიტანეთის პარლამენტი ბრექსიტის გადადების მომხრეა

ოთხშაბათს ჩატარებულ კენჭისყრაზე, ბრიტანელმა კანონმდებლებმა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის დროის 29 მარტიდან გადატანას დაუჭირეს მხარი. ამაზე სტერლინგის რეაქცია არაერთგვაროვანი იყო, თუმცა იგრძნობა, რომ ბრიტანულ ვალუტაზე ზეწოლა გაძლიერდა.

კენჭისყრამდეც და მის შემდეგაც, სტერლინგი 1.32-დან 1.33-მდე არსებულ ვიწრო დიაპაზონში დარჩა და წინ სესიისგან განსხვავებით, არც რყევებს შეუწუხებია. ამჟამდ 1 სტერლინგის ფასი 1.3230-ის სიახლოვეს მოძრაობს.

ბევრი ანალიტიკოსი მოელის, რომ ბრიუსელი ბრიტანეთს ბრექსიტის ხანმოკლე გადადებაზე დათანხმდება. ევროკავშირის ლიდერები ამ საკითხის გადასაწყვეტად, 21 მარტს შეიკრიბებიან. ამ შეხვედრაზე ასევე განიხილავენ გადადების პირობებს და ვადას. თუმცა მანამდე პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი თავის გეგმას პარლამენტში მესამედაც გაიტანს.

მეიმ ბრექსიტის ევროკავშირთან შეთანხმებული გეგმა პარლამენტში ორჯერ უკვე გაიტანა და ორივეჯერ ხელმოცარული დარჩა. ბრიტანეთი და ევროკავშირი ვერ ახერხებენ ირლანდიის საზღვართან დაკავშირებით შეთანხმებას, რაც ძნელი მისაღწევი იქნება. ამასთან, ბრიტანულმა პარლამენტმა ასევე მხარი არ დაუჭირა ევროკავშირიდან ხელშეკრულების გარეშე გასვლის ვარიანტს.

მეი თავის გეგმას პარლამენტში კენჭისყრაზე ოთხშაბათსაც დააყენებს. პრემიერს არ სურს ბრექსიტის დიდი ხნით გადადება. მაგრამ ის ამბობს, რომ თუ პარლამენტი მის გეგმას მესამედაც არ დაამტკიცებს, მაშინ ბრექსიტი ხანგრძლივად გადაიდება. ევროკავშირის ლიდერები ფიქრობენ, რომ ბრექსიტის გადადების შემთხვევაში, ეს პროცესი მინიმუმ ერთი წლით უნდა გახანგრძლივდეს.