„ბლექროკი“: ფედრეზერვი წელს განაკვეთს ორჯერ გაზრდის

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
„ბლექროკი“: ფედრეზერვი წელს განაკვეთს ორჯერ გაზრდის

„ბლექროკის“ საინვესტიციო ოპერაციების უფროსი ანალიტიკოსი რიკ რაიდერი ფიქრობს, რომ ფედრეზერვი წელს განაკვეთის გაზრდას ერთხელ, ან ორჯერ აპირებს. და ამას იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ ინფლაციის ზრდის ტემპი აღდგება.

მსოფლიოს უდიდესი საფონდო კომპანიის ანალიტიკოსის თქმით, ბაზარი ამჟამად განიხილავს ვარიანტს, რომლის შესაბამისადაც, ფედრეზერვის შემდგომი ქმედება, განაკვეთის შემცირება იქნება. ბევრი ინვესტორის აზრით, 2020 წლამდე რეცესიაა მოსალოდნელი. თუმცა ამის საფუძველი არ არსებობს.

ფინანსური ბაზარი, რაიდერის მოსაზრებებს ყოველთვის ითვალისწინებს. ის უძღვება იმ კომპანიის ფინანსებს, რომელმაც 2018 წელს 5.98 ტრილიონი დოლარის ოპრაციები შეასრულა. აქედან მესამედი ბონდებზე მოდის. გარდა ამისა, რაიდერი არის ფედრეზერვის ფინანსური ბაზრების ინვესტიციების მრჩეველთა კომიტეტის წევრი.

ფედრეზერვმა დეკემბრის სხდომაზე მკვეთრად შეცვალა საკუტარი გეგმები და გამოაცხადა, რომ მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას, „მომთმენ“ პოზიციას დაიკავებს. ბაზარმა ეს მიიღო, როგორც განაკვეთის ზრდის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება.

ანლიტიკური გათვლებით, 13-პროცენტიანი შანსია იმისა, რომ ფედრეზერვი უახლოეს ერთ წელიწადში, განაკვეთს ერთხელ ან ორჯერ შეამცირებს. განაკვეთის ზრდის შანსს კი 8 პროცენტით აფასებენ. თუმცა ტრეიდრთა უმეტესობა თვლის, რომ ამავე პერიოდში, ფედრეზერვი განაკვეთს 2.25-2.5 პროცენტის შუალედში დატოვებს.

რაიდერი ოქტომბერში ირწმუნებოდა, რომ ფედრეზერვმა განაკვეთის ზრდის პროცესი უნდა შეაჩეროს, რის საფუძველსაც, ინფლაციის შენელება იძლეოდა. თუმცა იმ დროს ამ ხედვას ბევრი არ იზიარებდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ხშირად წლის მეორე ნახევარში, ეკონომიკა უკეთ ვითარდება, ვიდრე პირველ ნახევარში. ეს კი ცენტრალურ ბანკს, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საბაბს აძლევს.

ფედრეზერვი ამცირებს იმ ობლიგაციების მოცულობას, რომლებიც 2008 წლის კრიზისის შემდგომ შეისყიდა. ამით ცდილობს, ხელი შეუწყოს ინვესტირების და დაკრედიტების სტიმულირებას. ცენტრალური ბანკის წევრები აცხადებენ, რომ შესაძლოა, აქტივების გაყიდვის პროცესი, ნავარაუდევზე ადრე დასრულდეს. ცნბისათვის, ფედრეზერვის ხელთ არსებული აქტივების ბალანსი, პიკური 4.5-დან, 4.1 ტრილიონ დოლარამდე არის შემცირებული.
რაიდერი კი ამბობს, რომ ფედრეზერვმა უნდა შეაჩეროს მის ხელთ არსებული აქტივების შემცირების პროცესი. მისი აზრით, მოქნილობის შესანარჩუნებლად, ფედრეზერვმა თავის ხელში, უფრო დიდი მოცულობის აქტივებს უნდა მოუყაროს თავი.