ვაქცინასთან დაკავშირებული ოპტიმიზმი დოლარს ასუსტებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ვაქცინასთან დაკავშირებული ოპტიმიზმი დოლარს ასუსტებს

გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ კორონავუირუსზე ვაქცინცია მალე დაიწყება, ბაზრებზე ოპტიმიზმს ზრდის, რასაც რისკიან აქტივებზე მოთხოვნს ზრდა და რისკისგან თავშესაფარ აქტივებზე მოთხოვნის კლება მოჰყვა. შესაბამისად, დოლარმა პოზიციები ოდნავ დათმო.

დოლარის ინდექსმა ევროპის დლის სესიის დასაწყისში, 0.2 პროცენტი დათმო და მიმდინარე თვის მინიმალურ მაჩვენებელს (92.129) მიუახლოვდა. ევრომ დოლართან 0.1 პროცენტით მოიმატა, ავსტრალიური დოლარი 0.2 პროცენტით გაიზარდა და იმავდროულად, დოლარმა იენთან 0.1 პროცენტი დათმო.

ვაქცინასთან დაკავშირებული ოპტიმიზმი გასულ კვირაში გაჩნდა, ახლახანს კი აშშ-ის სურსათის მედიკამენტების ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ კომპანია „პფიცერის“ ვაქცინას მწვანე შუქს მაქსიმალურად სწრაფად აუნთებს. მოსალოდნელია, რომ ეს შუა დეკემბერში მოხდება, რასაც ვაქცინაციის დაწყება მოჰყვება. სავარაუდოდ, აშშ-ის მოქალაქეებზე ვაქცინის გამოყენება, მასზე ლიცენზიის გაცემიდან მეორე დღესვე დაიწყება.

გარდა ამისა, ორშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც, კომპანია „ასტრა ზენეკას“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინის ეფექტურობა 90 პროცენტს აღწევს. ასეთი შედეგი აჩვენ ტესტებმა, რომელთა დროსაც, პაციენტებს ჯერ ნახევარ დოზას უკეთებდნენ, შემდეგ კი - სრულ დოზას. რაც მთავარია, „ასტრა ზენეკას“ ვაქცინის შენახვას არ სჭირდება სპეციალური მაცივრები, რაც რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნებისთვის.

დლარის დასუსტებას ის გარემოებაც იწვევს, რომ ბაზრები ფედრეზერვისგან მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო შერბილებას მოელიან. ასევე მოსალოდნელია ჩაკეტვების არეალის გაფართოება. ეს იმის ფონზე ხდება, რომ კონგრესში ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის მოცულობასთან დაკავშირებით, შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება.