USDJPY – სოლის ფორმირება გრძელდება

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
USDJPY – სოლის ფორმირება გრძელდება

USDJPY აგვისტოში დაწყებულ სოლში მოძრაობს და როორც ჩანს, მისი ჩამოყალიბება ჯერ არ დაუსრულებია. რამდენიმე დღის წინ, წყვილმა სოლის ზედა ზღვარს მიღწია, საიდანაც ისევ დაბლა დაეშვა და სავარაუდოდ, გეზი ქვედა ზღვრისკენ უჭირავს, რომელიც 104.00-ის სიახლოვეს ელის. როდემდე გაგრძელდება აღმა-დაღმა სვლა, ძნელი სათქმელია. თუმცა იმის ვარაუდი კი შეიძლება, რომ სოლის დასრულების შემდეგ, ძლიერი სვლაა მოსალოდნელი.

როგორც წესი, სოლი გარკვეული ციკლის დამამთავრებელი ფორმაციაა, რომელსაც საპირისპირო მოძრაობის დაწყება მოჰყვება. თუ წყვილმა სოლის ზედა ზღვარი და წინა წვერო (106.10-თან)  გადალახა, ამ შემთხვევაში, ძლიერ წინააღმდეგობად დახვდება იმ დაღმავალი არხის ზედა ზღვარი, რომელმაც სტარტი თებერვალში აიღო. და მასთან შეხვედრა, 107.00-ის სიახლოვეს არის მოსალოდნელი, რომელთან ახლოსაც, 200-დღიანი მოძრავი საშუალოც გაივლის.