სტერლინგს ისევ ბრექსიტის ფაქტორი ასუსტებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
სტერლინგს ისევ ბრექსიტის ფაქტორი ასუსტებს

სტერლინგმა დოლართან წყვილში პოზიციების დათმობა მაშინვე დაიწყო, როგორც კი ბრექსიტთან დაკავშირებულ ფაქტორს აქტუალობა დაუბრუნდა. წყვილის სამკვირიან აღმასვლას სერიოზული საფრთხე დაემუქრა, რადგან სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის მონაცემებით, სულ უფრო მეტი მოვაჭრე ხსნის პოზიციებს სტერლინგის საწინააღმდეგოდ.

იმავე კომისიის მონაცემებით, წყვილის ვარდნაზე გახსნილი პოზიციები, ნოემბრის შემდეგ პიკს აღწევს. ING-ს ანალიტიკოსების მოსაზრებით, ამას ბრექსიტის ხელშეკრულების ბოლო ვადის მოახლოება განაპირობებს. ბაზრის სტრესს ის ფაქტი აძლიერებს, რომ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებისას, რაიმე პროგრესი მიღწეული არაა.

მხარეები მხოლოდ ისეთ სფეროებზე შეთანხმდნენ, როგორიცაა თავდაცვა, ბრიტანეთის წყლებში თევზჭერა და საგარეო პოლიტიკა. ვაჭრობასთან დაკავშირებით კი ჯერჯერობით შეთანხმება მიუღწეველია. ბრიტანეთის მთავრობამ და ევროკავშირმა ამ თვის ბოლომდე უნდა გადაწყვიტონ, სავაჭრო საკითხზე მოლაპარაკების ბოლო ვადას დეკემბრის ბოლოსთვის გადაიტანენ, თუ არა.