სტერლინგს დღეს დიდი გამოცდა ელის

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
სტერლინგს დღეს დიდი გამოცდა ელის

დღეს ბრიტანეთში დიდი ამბებია მოსალოდნელი - ლეიბორისტები ბრექსიტის ბოლო თარიღის 31 ოქტმბრიდან 31 იანვრამდე გადატანას ეცდებიან. მათ საპირისპიროდ, პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს თარიღის შეცვლა არ სურს. ის ბრექსიტს ხელშეკრულებითაც და მის გარეშეც მოითხოვს.

თუ ლეიბორისტები თავისას გაიტანენ, მაშინ ჯონსონი ახალი საპარლამენტო არჩევნების საკითხს დააყენებს. ეს საკითხი კენჭისყრაზე ოთხშაბათს გავა და თუ დამტკიცდა, მაშინ არჩევნები ბრექსიტის ახლანდელ თარიღამდე, 14 ოქტომბრისთვის დაინიშნება. და ამის მერე რა მოხდბა, უკვე რთული საპროგნოზოა. ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ მოიგებს.

მთელი ეს გაურკვევლობა, GBPUSD წყვილს ქვევით მიექაჩება. დაღმასვლის გაგრძელების შემთხვევაში, უახლოესი ძიერი მხარდაჭერის როლს, მიმდინარე წლის მინიმუმი - 1.2010 შეასრულებს. ზრდს შემთხვევაში კი, ფასს პირველი წინააღმდეგობა 1.2100-1.2110-ის არეში შეხვდება.