სტერლინგის ურთულესი კვირა ბოლო სამ წელიწადში

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
სტერლინგის ურთულესი კვირა ბოლო სამ წელიწადში

მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორების დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, თითქმის გარანტირებულია ბრიტანეთის მიერ, ევროპული პოლიტიკური ბლოკის დატოვება, ჯერაც არსებობს იმის შანსი, რომ მხარეები ვაჭრობასთან დაკავშირებით, შეთანხმებას 2020 წლის ბოლომდე ვერ მიაღწევენ. ეს კი მათ შორის სავაჭრო ურთიერთობებზე და შესაბამისად, ორივე მხარის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

ბრიტანეთმა ეკონომიკურ შეთანხმებათა გაფორმების ბოლო ვადად, 2020 წლის დეკემბერი დაადგინა. ამ ფაქტმა კი სტერლინგს ცუდი სამსახური გაუწია - ბრიტანულმა ვალუტამ ამერიკულ დოლართან, კვირის განმავლობაში, დაახლოებით 500 პუნქტით დაიკლო და მცირე ხნით, 1.30-ზე დაბლაც კი ჩამოვიდა. ამგვარად, სტერლინგმ თითქმის სრულად დაკარგა ის მოგება, რაც დოლართან წყვილში, პარლამენტრის არჩევნებში კონსერვატორთა გამარჯვების შემდგ მიიღო.

ამგვარად, ეს სტერლინგისთვის ყველაზე უარესი კვირაა ბოლო სამ წელიწადში. ბრიტანული ვალუტის ვარდნა კიდევ უფრო მკვეთრი იყო ევროსთან წყვილში.

„ბაზარი ცოტა არ იყოს, მიამიტურად შეხვდა იმ ფაქტს, რომ პარლამენტში კონსერვატორებმა საჭირო უპირატესობას მიაღწიეს. ეს იყო იყო აღქმული, თითქოს ბრექსიტის ყველა პრობლემა უკვე მოგვარდა“, - ამბობს „ნეიშენლ ავსტრალი ბენკის“ უფროსი სავალუტო სტრატეგი რეი ეტრილი.

ასეა თუ ისე, ბაზარზე კვლავ ფრთხილმა ატმოსფერომ დაისადგურა, რა დროსაც, განსაკუთრებით გაიზარდა ისეთი უსაფრთხო აქტივის ფასი, როგორიც შვეიცარიული ფრანკია. ევროსთან წყვილში, ფრანკმა ბოლო ერთი თვის მაქსიმუმი დააფიქსირა. დოლართან კი ბოლო სამნახევარი თვის მაქსიმალური მაჩვენებელი განაახლა.