სტერლინგის სიმყარეს შოტლანდიის არჩევნები გამოცდის

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
სტერლინგის სიმყარეს შოტლანდიის არჩევნები გამოცდის

ბრექსიტის კენჭისყრიდან ოთხწელიწადნახევრის შემდეგ, სტერლინგმა გამყარება დაიწყო. მაგრამ მომდევნო კვირაში მის სიმყარეს სერიოზულ გამოცდას უმზადებს შოტლანდიის არჩევნები, რომლის შედეგებმაც შესაძლოა, შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხს, აქტუალობა დაუბრუნოს.

შოტლანდიის დამოუკიდებლობის გარკვეული დროით ვერ წამოიჭრება, რადგან ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ახალ კენჭისყრას უახლოეს მომავალში არ დაუშვებს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობის შანსი ამჟამად მცირეა, თუმცა ის თანდათან სულ უფრო იზრდბა. და თუ რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობა გაიზარდა, ეს სტერლინგზე ძლიერ იმოქმედებს.

„თუ ქვეყანა, რომელზეც ბრიტანეთის მშპ-ის 7.5 პროცენტი მოდის, გამოყოფას გადაწყვეტს, ამას ბაზარზე შესაბამისი რეაქცია მოჰყვება“, - ამბობს „ნომურას“ სავალუტო ბაზრის ანალიტიკოსი  ჯორდან როჩესტერი.

პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი პირობას დებს, რომ დაბლოკავს კიდევ ერთ დამოუკიდებლობის რეფერენდუმს. ეკონომისტები და ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პრემიერი სიტყვას შეასრულებს. შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 2014 წელს გაიმართა.

შოტლანდიის ეროვნული პარტია (SNP - სკოტიშ ნეიშენელ პარტი) აცხადებს, რომ თუ შოტლანდიის პარლამენტის 6 მაისის არჩევნებში უმრავლესობას მოიპოვებს, მეორე კენჭისყრაზე რეფერენდუმის საკითხს დააყენებს, რომელიც სავარაუდოდ, 2023 წელს ჩატარდება.

„მორგან სტენლის“ პროგნოზით, რეფერენდუმის დანიშვნის შემთხვევაშიც, დამოუკიდებლობის მიღწევის შანსი მხოლოდ 15 პროცენტია. მეორე მხრივ, „სიტი“ ჯგუფი მოელის, რომ მომდევნო ათწლეულში, შოტლანდიის დამოუკიდებლობის შანსი 35 პროცენტია. ინვესტორებისთვის არცერთი ვარიანტი რისკის მატარებელი არაა.

შოტლანდიის პარლამენტში 129 ადგილია. თუ ნაციონალისტები 80-ზე მეტ ადგილს მიიღებენ, მაშინ ისინი 2024 წლამდე რეფერენდუმის მისაღწევად იბრძოლებენ.

სტერლინგმა 2021 წელი გამყარებით დაიწყო. მაგრამ დოლართან წყვილში, 1.40 ნიშნულის გადალახვას ვერ ახერხებს. ევროსთან წყვილში, სტერლინგს ასევე კარგი დასაწყისი ჰქონდა, მაგრამ აპრილში მოპოვებული პოზიციების ნაწილი დათმო.

ცნობისათვის, 2014 წლის რეფერენდუმზე, შოტლანდიის დამოუკიდებლობას მოსახლეობის 45 პროცენტი მიემხრო, 55 პროცენტი კი წინააღმდეგი იყო. მას შემდეგ, ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა და შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯონი უკმაყოფილოა იმით, თუი როგორ მართავს ქვეყანას ბორის ჯონსონი პანდემიის დროს.