სტერლინგის კურსი განაკვეთის შეკვეცის მოლოდინმა დაასუსტა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
სტერლინგის კურსი განაკვეთის შეკვეცის მოლოდინმა დაასუსტა

მას შემდეგ, რაც ინგლისის ბანკის მმართველმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ შესაძლოა, განაკვეთის შეკვეცა გახდეს საჭირო, სტერლინგმა დასუსტება დაიწყო. ბრიტანული ვალუტა დოლართან წყვილში, ბოლო ორი კვირის მინიმალურ დონემდე დაეცა. მისი საშუალო კურსი, 10 წამყვან ვალუტასთან მიმართებითაც შემცირდა.

კარნის თქმით, ბრექსიტთან დაკავშირებული სირთულეების ფონზე, ეკონომიკის გაჯანსაღება გარანტირებულ არ არის და ამის გამო, ინგლისის ბანკი, მოკლევადიანი სტიმულირების მიზანშეწონილებას განიხილავს. კარნი ამბობს, რომ გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის ზრდის ტემპი, მოსალოდნლზე სუსტია. ეს კი ბაზარს აძლევს იმის საბაბს, რომ ინგლისის ბანკის (BOE) მიერ განაკვეთის მიერ, განაკვეთის შეკვეცის ალბათობის ზრდაზე იფიქროს.

სტერლინგი დოლართან წყვილში 0.6 პროცენტით, 1.3015-მდე დაეცა, რაც 27 დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნულია. ევროსთან კლებაც 0.6-პროცენტიანია და 1 ევროს ფასმა 85.34 პენსს მიაღწია.

„დანსკე ბანკის“ ვარაუდით, პენსის გამოსვლის შემდეგ, გაიზარდა იმის ალბათობა, რომ BOE განაკვეთს 2020 წლის პირველ ნახევარში შეკვეცავს და არაა გამორიცხული, რომ იგივე წლის მეორე ნახევარშიც გაიმეოროს.