სტერლინგის ინვესტორები ჯონსონის გამბიტს უპასუხოდ ტოვებენ

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
სტერლინგის ინვესტორები ჯონსონის გამბიტს უპასუხოდ ტოვებენ

იმ დროს, როცა პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონის მიერ პარლამენტის მუშაობის შეზღუდვამ, უხელშეკრულებო ბრექსიტის შანსი გაზარდა, სტერლინგი მაინც ახერხებს დოლართან პოზიციის შენარჩუნებას და ოდნავ გამყარებასაც კი.

უფრო მეტიც, ინვესტორთა ნაწილი თვლის, რომ ბრიტანული ვალუტა მეტისმეტად გაუფასურებულია, რაც ყიდვის ხელსაყრელი პოზიციების გახსნის შესაძლებლობას იძლევას. უფრო მეტიც, ოპტიმისტები თვლიან, რომ ჯონსონის რადიკალური ქმედება, ევროკავშირს პოზიციის შერბილებისკენ უბიძგებს და ბრიტანეთისთვის დათმობას აიძულებს.

ჯონსონმა სამეფო კარისგან დადებითი პასუხი მიიღო იმაზე, რომ პარლამენტის მუშაობის დაწყების თარიღი, შუა სექტემბრიდან შუა ოქტომბერში გადავიდეს. ბრექსიტის ბოლო ვადა კი 31 ოქტომბერია, ანუ პარლამენტს ამ საკითხზე მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის, მხოლოდ ორი კვირა რჩება. ჯონსონი თვლის, რომ ეს დრო, ბრექსიტის თემაზე დებატებისთვის, სრულიად საკმარისია.

ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ უხელშეკრულებო ბრექსიტის მაღალი ალბათობით გამოწვეული სტერლინგის სისუსტე, ფასებში უკვე ასახულია და ჯონსონის სვლაზე რეაქცია ამის გამო არ დაფიქსირდა. გარდა ამისა, ინვესტორები ბრიტანულ ვალუტაზე რყევების გაზრდას ელიან და სწორედ ამისთვის ემზადებიან.

ინგლისის ბანკის ინდექსის შესაბამისად, ბოლო 30 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, სტერლინგი ამჟამად დაახლოებით 17 პროცენტით იაფი ღირს. ბოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებლით, სტერლინგი 10 განვითარებული ქვეყნის ვალუტებს შორის, სავაჭრო ინდექსების და ინფლაციის გათვალისწინებით, მეოთხე ყველაზე იაფი ვალუტაა.