სტერლინგი ბოლო ორწელიწადნახევრის მინიმუმის განახლებას ცდილობს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
სტერლინგი ბოლო ორწელიწადნახევრის მინიმუმის განახლებას ცდილობს

ბრიტანული სტერლინგი პოზიციებს თმობს. ვალუტა მჭიდროდ მიუახლოვდა ბოლო ორწელიწადნახევრის მინიმალურ მაჩვენებელს (1.2409). უხელშეკრულებო ბრექსიტის ახალი პორემიერ მინისტრის არჩევის გარდა, მის სისუსტეს ისიც განაპირობებს, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა უარესდება.

დოლართან წყვილში, სტერლინგმა უკვე გადალახა ძლიერი ფსიქოლოგური ბარიერი - 1.25 და ახლა უკვე 1.24-ს უახლოვდება, თუმცა მანამდე ორწელიწადნახევრის მინიმუმის გადალახვა მოუწევს, რომელიც იანვრის ფლეშ ქრეშის დროს დაფიქსირდა.

სტერლინგი ევროსთან წყვილშიც სუსტდება და ეს პროცესი უკვე მეათე კვირაა გრძელდება. წყვილმა ბოლო ექვსი თვის მინიმალური მაჩვენებელი - 89.95 პენსი დააფიქსირა.

ფინანსურ ჯგუფ „მიცუბიში UFG-ს“ ლონდონური ოფისის სავალუტო სტრატეგი ლი ჰარდმანი ამბობს, რომ ფუნდამენტური ფონი, სტერლინგის ვარდნის გაგრძელებაზე მიგვანიშნებს. ამას დაემატა ისიც, რომ ბრიტანეთში საცალო გაყიდვების ზრდა, ბოლო წლის განმავლობაში, ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე არის შემცირებული.

ინგლისის ბანკის მმართველმა მარკ კარნიმ უკვე მიანიშნა, რომ შესაძლოა, ბანკის აგვისტოს შეხვედრის შემდეგ, მონეტარული პოლიტიკა შერბილდეს.

ბაზრებმა უკვე დაიწყეს ფასებში იმ მოლოდინის ასახვა, რომლის შესაბამისადაც, ინგლისის ბანკი სტერლინგზე განაკვეთს, მომდევნო 12 თვის განმავლობაში შეამცირებს.

სტერლინგზე ძლიერ უარყოფით ზემოქმედებას ახდენს იმის მოლოდინიც, რომ პრემიერ მინისტრობის ყველაზე მეტი შანსი ბორის ჯონსონს აქვს, ვისაც ბევრი ანალიტიკოსის აზრით, უხელშეკრულებო ბრექსიტის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.