სოსიეტე ჟენერალი - EURUSD უახლოეს კვირებში 1.20-ს მიაღწევს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
სოსიეტე ჟენერალი - EURUSD უახლოეს კვირებში 1.20-ს მიაღწევს

ბანკ „სოსიეტე ჟენერალის“ მსოფლიო სავალუტო ბაზრის უფროსი სტრატეგი კიტ ჯუკსი ფიქრობს, რომ EURUSD-ს ამჟამად ხელსაყრელი პოზიცია უკავია იმისთვის, რომ დილარის დასუსტებით ისარგებლოს და უახლოეს კვირებში 1.20-ს მიაღწიოს.

მისი ვარაუდით, დოლარის აღმავალი ტრენდის განახლება მხოლოდ იმ შემთხვევაში არის მოსალოდნელი, თუ ფედრეზერვი განაკვეთის ზრდის დაწყებასთან დაკავშირებით, მინიშნებებს გააკეთებს. ოღონდ, ეს უფრო 2022 წელს არის მოსალოდნელი.

აქედან გამომდინარე, ჯუკსი ფიქრობს, რომ წყვილში ევროს უპირატესობა ექნება და სულაც არ გაუკვირდება, თუ EURUSD-ის ფასი 1.20-ს მიაღწევს.

„დღეს იმის თქმა შეიძლება, რომ 1.1915 (ივლისის და აგვისტოს მაქსიმუმი) უახლოესი წინააღმდეგობაა“, - ამბობს ჯუკსი.