შვეიცარიის ეროვნული ბანკი ფრანკის სიმყარეზე კომენტარს არ აკეთებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
შვეიცარიის ეროვნული ბანკი ფრანკის სიმყარეზე კომენტარს არ აკეთებს

ახალი 100-ფრანკიანი კუპიურის წარდგენის ოფიციალური ცერემონიის დროს, შვეიცარიის ეროვნული ბანკის (SNB) თავმჯდომარე თომას ჯორდანმა მონეტარული პოლიტიკის განხილვისგან თავის შეკავება ამჯობინა.

კითხვა, რომელიც მას დაუსვეს, ფრანკის სწრაფ გამყარებას ეხებოდა - ევროსთან წყვილში, ფრანკმა ბოლო ორი წლის მაქსიმალური მაჩვენებელი განაახლა, რის გამოც, ბაზარი SNB-სგან ჩარევას მოელის.

წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ფრანკი ევროსთან მიმართებით, დაახლოებით 4 პროცენტით გამყარდა. ამის მთავარი მიზეზი, შვეიცარიული ვალუტის უსაფრთხო აქტივის სტატუსია. აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის ფონზე, რაც გლობალურ ეკონომიკას მიჰყავს, ფრანკზე და სხვა უსაფრთხო აქტივებზე (იენი, ოქრო) მოთხოვნა იზრდება, რაც მათს გამყარებას/გაძვირებას იწვევს.

ასეთ სიტრუაციაში, ინვესტორებს გაუჩნდათ იმის მოლოდინი, რომ SNB ფრანკზე განაკვეთს, ისედაც უარყოფითი -0.75-დან, კიდრვ უფრო დაბლა დასწევს. უფრო მეტიც, ცენტრალური ბანკის სავალუტო ბაზარზე ინტერვენციის მოლოდინი სულ უფრო იზრდება.

„ჩვენ ამჯერად მხოლოდ იმ კითხვებს ვუპასუხებთ, რომლებიც ახალ 100-ფრანკიან კუპიურას ეხება და არ ვილაპარაკებთ ჩვენს მონეტარულ პოლიტიკაზე“, - განაცხადა ჯორდანმა.

შვეიცარიის ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას თავის 19 სექტემბრის სხდომაზე განიხილავს.