საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 9-13 სექტემბერს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 9-13 სექტემბერს

ამ კვირაში ყურადღების ცენტრში ევროპის ცენტრალური ბანკია, რომელიც მონეტარული პოლიტიკის სხდომას ჩაატარებს და განაკავეთთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მიიღებს. რა თქმა უნდა, ინვესტორები ბრექსიტის ამბებს და აშშ-ჩინეთს შორის მოლაპარაკებებსაც დააკვირდებიან.

გასული კვირის ბოლოს, ამერიკის შრომის დეპარტამენტმა, შრომის ბაზრის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელმაც ბაზრის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. თუმცა საყურადღებო იყო ის, რომ საათობრივი ანაზღაურება მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა. საბოლოო ჯამში, დოლარმა კვირა ვალუტების კალათთან მიმართებით, ბოლო ერთი კვირის მინიმალურ მაჩვენებლებზე მაღლა დაასრულა.

ამას მოჰყვა შვეიცარიაში ფედრეზერვის შეფ ჯერომ პაუელის გამოსვლა, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ ცენტრალური ბანკი, თავისი გადაწყვეტილების მიღებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას, აშშ-ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომით წარმოქმნილ რისკებს მიაქცევს.

 

ამ კვირაში ფორექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები

ორშაბათი

ბრიტანეთის კვარტალური მშპ

ჩინეთის CPI, PPI (აგვისტო)

 

სამშაბათი

ბრიტანთის დასაქმების მოხსენება (ივლისი)

აშშ-ის ახალი სამუშაო ადგილები (ივლისი)

 

ოთხშაბათი

აშშ-ის PPI (აგვისტო)

 

ხუთშაბათი

აშშ-ის CPI (აგვისტო)

ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება

 

პარასკევი

აშშ-ის საცალო გაყიდვები (აგვისტო)