საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 25-29 ნოემბერს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 25-29 ნოემბერს

მადლიერების დღის კვირა იწყება. და რა თქმა უნდა, ინვესტორთა ყურადღება კვლავ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისკენ არის მიპყრობილი. ამ საკითხის გადაუჭრელობის პირობებში, ინვესტორები აქტიურობისგან თავს იკავებენ.

მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის უმაღლესი ხელისუფლები არ მალავენ, რომ პირველი ეტაპის შეთანხმების გაფორმება სურთ, მაგრამ ფაქტია, რომ ამისთვის ბევრი წინაღობის გადალახვა მოუწევთ, რომლებსაც თავადვე ქმნიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სავაჭრო ომის სწრაფად დასრულება ან თუნდაც შემსუბუქება მოსალოდნელი არ არის. და სანამ ასეა, ბაზრებზე მისი აღმატებულება ინფორმაცია (როგორც ოპტიმისტური, ასევე პესიმისტური) ბატონობს.

შექმნილ სიტუაციაში, როცა არც ცენტრალურ ბანკებს აქვთ დაგეგმილი რაიმე მნიშვნელოვანი, ფასთა ცვლილებას ეკონომიკური მაჩვენებლები განაპირობებს და ამ მხრივ, ტრეიდერებს მოსაწყენად დრო არ ექნებათ.

 

ამ კვირაში ფორექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები

ორშაბათი

გერმანია - Ifo-ს ბიზნესის კლიმატის ინდექსი.

 

სამშაბათი

ახალი ზელანდია - საცალო გაყიდვები.

აშშ - სამომხმარებლო თავდაჯერების ინდექსი, ახალი სახლების გაყიდვები, რიჩმონდის საწარმოო PMI, ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელის გამოსვლა.

 

ოთხშაბათი

აშშ - ხანგრძლივი მოხმარების პროდუქციაზე შეკვეთები, ჩიკაგოს PMI, ფასების ინდექსი, პირადი ხარჯები, კრემისფერი წიგნის ჩანაწერები, მე-3 კვარტლის მშპ.

ბრიტანეთი - მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მოსმენები.

 

ხუთშაბათი

გერმანია - სამომხმარებლო ფასების ინდექსი.

აშშ - მადლიერების დღის არდადეგები.

 

პარასკევი

იაპონია - სამრეწველო წარმოების მოცულობა.

გერმანია - საცალო გაყიდვების მოცულობა.

საფრანგეთი - მე-3 კვარტლის მშპ.

ევრო ზონა - სამომხმარებლო ფასების ინდექსი.

კანადა - მე-3 კვარტლის მშპ.