საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 23-27 სექტემბერს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 23-27 სექტემბერს

წინა კვირისგან განსხვავებით, ეს კვირა შედარებით მშვიდი იქნება. თუმცა ინვესტორებისთვის საინტერესო მოვლენები და სტატისტიკური მონაცემები ყოველთვის მრავლადაა. ასეთებია მაგალითად, ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტ მარიო დრაგის, ინგლისის ბანკის მმართველ მარკ კარნის და ღია ბაზრების ფედერალური კომიტეტის (FOMC) წევრთა გამოსვლები.

განაკვეთთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მიიღებს ახალი ზელანდიის სარეზერვო ბანკი. რა თქმა უნდა, საინტერესოა, თუ როგორ ვითარდება მოლაპარაკება შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის. მათ შორის არსებული სავაჭრო დაძაბულობა მთავარი რისკ ფაქტორია იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკა დასუსტებას დაიწყებს. და წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკებიც, მონეტარულ პოლიტიკას პირველ რიგში, სწორედ ამ რისკ ფაქტორის გათვალისწინებით არბილებენ.

კვლავ მთავარ ფაქტორთა შორისაა ბრექსიტის თემა. უკვე თვეზე ოდნავ მეტი რჩება ბოლო ვადის ამოწურვამდე, ბრიტანთსა და ევროკავშირს შორის არსებული უთანხმოება კი ჯერაც ძალაშია და ცალკეული ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, გამოსავალი ჯერაც არ ჩანს.

 

ამ კვირაში ფორექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები

ორშაბათი

ევროზონის PMI

ECB-ს პრეზიდენტ მარიო დრაგის გამოსვლა

აშშ-ის PMI

FOMC-ის წევრების, უილიამსის და ბულარდის გამოსვლები

 

სამშაბათი

გერმანიის Ifo-ს ბიზნეს კლიმატი

აშშ-ის მომხმარებელთა თავდაჯერების ინდექსი

 

ოთხშაბათი

ახალი ზელანდიის სარეზერვო ბანკის განაკვეთის გადაწყვეტილება

FOMC-ის წევრების, ევანსის და ჯპრჯის გამოსვლები

აშშ-ის ახალი ბინების გაყიდვები

 

ხუთშაბათი

აშშ-ის მეორე კვარტლის მშპ-ის საბოლოო მონაცემები

აშშ-ში უმუშევრობაზე პირველადი განაცხადები

ECB-ს პრეზიდენტ მარიო დრაგის გამოსვლა

ინგლისის ბანკის მმართველ კარნის გამოსვლა

FOMC-ის წევრ ბულარდის გამოსვლა

 

პარასკევი

აშშ-ში ხანგრძლივი მოხმარების პროდუქციის გაყიდვები

აშშ-ში პირადი შემოსავლები და ხარჯვა.