როიტერსის გამოკითხვა - სტერლინგს გამყარების შანსი აქვს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
როიტერსის გამოკითხვა - სტერლინგს გამყარების შანსი აქვს

როიტერსის მიერ, ბაზრის სტრატეგებს შორის ჩატარებული გამოკითხვა მოწმობს, რომ სტერლინგს გამყარების რეალური შანსი აქვს იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი და ევროკავშირი ვაჭრობაზე შეთანხმებას მიაღწევენ. უფრო მეტიც, მათი აზრით, სტერლინგი წლის განმავლობაში, საშუალოდ 4 პროცენტით გამყარებას შეძლებს.

პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა ახლახანს სავაჭრო მოლაპარაკებისთვის საკმაოდ მკაცრი პირობები გამოაქვეყნა, რამაც სტერლინგის დასუსტება გამოიწვია. საინტერესოა ისიც, რომ როიტერსმ თავისი გამოკითხვა უფრო ადრე ჩაატარა. ამიტომ, სტრატეგებს ეს გარემოება არ გაუთვალისწინებიათ.

ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად იანვრის ბოლოს დატოვა. ჯონსონის მკაცრმა ტონმა კი კვლავ გააღვიძა შიში იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, სავაჭრო შეთანხმების მიღწევა გაჭიანურდეს, რაც ორივე მხარის ეკონომიკას დააზარალებს.

სავალუტო ბაზრის სტრატეგები თვლიან, რომ შეთანხმების გარეშე, მხოლოდ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების შესაბამისად ვაჭრობა, ბრიტანთის ეკონომიკისთვის არასასურველია და სტერლინგს დააზარალებს.

როიტერსის გამოკითხვაში მონაწილეობა 65-მა სტრატეგმა მიიღო. მათი აზრით, სტერლინგის ფასი ერთ თვეში 1.31 დოლარს მიაღწევს, ექვს თვეში 1.32 დოლარამდე გამყარდება, წლის განმავლობაში კი ფასი შესაძლოა 1.35 დოლარამდეც კი გაიზარდოს. შედარებისთვის, 2016 წლის ბრექსიტის რეფერენდუმამდე, 1 სტერლინგი 1.50 დოლარის ფარგლებში იყო.