რისკიანი გარემო დოლარის გამყარებას უზრუნველყოფს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
რისკიანი გარემო დოლარის გამყარებას უზრუნველყოფს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვის ზრდის კვალად, საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე დოლარზე მოთხოვნა გაიზარდა. ამის პარალელურად, ისეთი აქტივები, როგორებიცაა ავსტრალიური და კანადური დოლარი, ასევე ნორვეგიული კრონი და ბრიტანული სტერლინგი, პოზიციებს თმობენ.

ძირითად ვალუტათაგან ერთადერთი, რომელიც დოლართან პოზიციას იმყარებს, იაპონური იენია, რომელიც ამერიკულ ვალუტასთან წყვილში, 0.3 პროცენტით გაიზარდა და წყვილის ფასი 109.74-მდე ჩამოვიდა.

ინგლისში პანდემიური სოციალური შეზღუდვები მოიხსნა. ამ მოვლენას, ბრიტანულ მედიაში „თავისუფლების დღე“ უწოდეს. მაგრამ ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება ვირუსის დელტა ვარიანტი, რომელიც ყველაზე მეტად გადამდებია. ამ ფონზე, ინვესტორები ეჭვობენ, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი გაიწელება. ეს კი მათს სიფრთხილეს იწვევს.

აღსანიშნვია, რომ ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი საჯიდ ჯავიდი ვირუსით დაავადდა და თვითიზოლაციაში იმყოფება. მასთან კონტაქტის გამო, პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს და ფინანსთა მინისტრ რიში სუნაკს კარანტინში ყოფნა უწევთ. ამ ყველაფრის ფონზე, სტერლინგი დოლართან წყვილში, ბოლო სამი თვის მინიმუმამდე დაეცა.

დოლარის ინდექსი 5 აპრილის შემდეგ უმაღლეს მაჩვენებლამდე არის გაზრდელი. მის ზრდას ასევე ევროპული ბონდების მომგებიანობის ვარდნა განაპირობებს. მაგალითად, გერმანიის 10-წლიანი ბონდების მომგებიანობა, თითქმის ორწლიან მინიმუმამდე დაეცა. ამის მიზეზიც, დელტა ვირუსის სწრაფი გავრცელებაა.

ავსტრალიური დოლარი ახალი სავაჭრო კვირის დასაწყისში, 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა და ვარდნა ლონდონური სესიის დროსაც გააგრძელა.

კანადურმა დოლარმა აზიური სესიის დროს, 200-დღიანი მოძრავი საშუალო გადალახა და გაუფასურება ლონდონური სესიის დროსაც გააგრძელა და 8 თებერვლის შემდეგ, თავის უდაბლეს ნიშნულს მიაღწია.

შედარებიტ მოკრძალებული ვარდნა ჰქონდა ევროს, რომელიც დოლართან წყვილში 0.3 პროცენტით შემცირდა. ამ კვირაში ევროპის ცენტრალური ბანკი მონეტარული კომიტეტის სხდომას გამართავს, რომელიც ევროს შემდგომ კურსს განსაზღვრავს.