რა მიმრთულებით წავა USDJPY?

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
რა მიმრთულებით წავა USDJPY?

იენზე, როგორც რისკებისგან თავშესაფარ აქტივზე, მოთხოვნას დიდწილად გეოპოლიტიკური და სხვა ტიპის რისკების არსებობა განაპირობებს. რა თქმა უნდა, იენის დაბალი განაკვეთი, მას ქერი ტრეიდერებისთვის ხელსაყრელ აქტივად აქცევს ეს ფაქტორიც იენზე მოთხოვნას ზრდის.

მაგრამ ამჟამად, USDJPY-ის ფასის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო დაძაბულობაა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ამ ფრონტზე შედარებითმა სიმშვიდემ დაისადგურა, რაც მცირე (დროებითი) შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობამ განაპირობა.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის სავაჭრო ომის ახალი ესკალაცია, ჩინეთის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებამდე (1 ოქტომბერი) მოსალოდნელი არაა. მერე კი ტრეიდერების ყურადღების ცენტრში, აშშ-ის პრეზიდანტ დონალდ ტრამპის ტვიტერი მოექცევა...

ძლიერი რისკის შემცველია ბრექსიტი, რომლის ბოლო ვადა 31 ოქტომბრისთვის არის დანიშნული. ინვესტორები მოელიან, რომ ბრექსიტი კიდევ ერთხელ გადავადდება. ასეა თუ ისე, ამ ეტაპზე, ბრექსიტთან დაკავშირებით, მცირე ოპტიმიზმი არსებობს, რაც ბრიტანულ სტერლინგს და რისკიან აქტივებს, შედარებითი სიმყარის საბაბს აძლევს. შესაბამისად, USDJPY-საც ზრდის მეტი შანსი ეძლევა, რადგან ბრექსიტთან დაკავშირებით, ინვესტორებს რისკებისგან თავშესაფრის ძიება ჯერჯერობით არ უწევთ.

ბლუმბერგის და კრედიტ სუისის ვარაუდით, უახლოეს პერიოდში წყვილის ფასი 108.00 იენის სიახლოვეს დარჩება. ფასის ძირითადი მამოძრავებელი ძალა შეიძლება იყოს ის, რომ ინვესტორები კვარტლის ბოლოს მოგების განაღდებას დაიწყებენ.

კრედიტ სუისმა გამოაცხადა, რომ 108.50-თან ლიმიტ ორდერები აქვს, მიზნით 107.00-ზე და წაგების სტოპით 109.50-ზე. შვეიცარიული ბანკის არგუმენტი ისაა, რომ იაპონიის ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილებისგან თავი შეიკავა. და შექმნილ სიტუაციაში, ბაზარზე რისკის მცირე მატებაზეც კი, იენი ზრდას გააგრძელებს.