რა ელის ბაზრებს თუ კოვიდ-ინფიცირების რიცხვი ზრდას გააგრძელებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
რა ელის ბაზრებს თუ კოვიდ-ინფიცირების რიცხვი ზრდას გააგრძელებს

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სულ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს, ახალ ინფიცირებულთა რიცხვი მაინც იზრდება და ახალ რეკორდებს ამყარებს. და ჯერ არავინ იცის, პანდემიამ პიკს მიღწია, თუ ჯერ ყველაფერი წინაა.

უფრო მეტიც, მედიაში უკვე მეოთხე ტალღას ახსენებენ და პარალელს 1918 წლის პანდემიასთანაც ავლებენ. ოღონდ, მაშინ არც ვაქცინები იყო, არც განვითარებული სატრანსპორტო მიმოსვლა. მაშინ დაავადება თავისით მინელდა.

ამჟამინდელ მესამე ტალღას, მეტწილად ტროპიკულ სარტყელში ინფიცირების რიცხვის სწრაფ ზრდას უკავშირებენ. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში კი, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ინფიცირების შემთხვევების კლებაა მოსალოდნელი. ასე იყო შარშანაც. პირიქით ხდება სამხრეთში, სადაც ახლა შემოდგომაა და ვირუსების სეზონი იწყება.

რაც შეეხება ვაქცინაციას, მისი ტემპი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია მაღალი. შედგები კი არაერთგვაროვანია. პირველი ქვეყან, სადაც ვაქცინაციამ მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი მოიცვა, არის ისრაელი. ეს ის ზღვარია, რომლის შემდეგაც, ქვეყანა ეგრეთ წოდებული კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებას იწყებს. ამასთან, ისრაელში ძირითადად რნმ-ზე დაფუძნებულ ვაქცინებს იყენებენ. შესაბამისად, ქვეყანაში ინფექციების რიცხვი მკვეთრად დაეცა. ამის პარალელურად, იქ პირბადის ტარებაზე მოთხოვნები გამკაცრდა.

ბრიტანეთში ძირითადად „ასტრაზენეკას“ ვაქცინას იყენებენ და იქაც 50-პროცენტიან ზღვარს უახლოვდებიან. შესაბამისად, იქაც ინფექციების რიცხვი მკვეთრად შემცირდა. აცრილთა რიცხვით, მესამე ადგილზე ჩილეა. იქ უკვე 40 პროცენტზე მეტი მოქალაქეა აცრილი, მაგრამ ინფექციები მაინც მაღალი ტემპით მატულობს. თუმცა სიკვდილიანობის რიცვხვი არ იზრდება.

ორივე ტიპის ვაქცინა 100 პროცენტით გამორიცხავს კოვიდით გამოწვეულ სიკვდილიანობას. მაგრამ მათი წარმოება, შენახვა და ტრანსპორტირება რთულია. სხვა ვაქცინები პაციენტებს სიკვდილისგან 80 პროცენტით იცავს, მაგრამ სიმპტომებს მხოლოდ 60 პროცენტით ამცირებს. სიმპტომების მქონე ადამიანების უმეტესობა კი ვირუსს ისევე გადასცემს სხვებს, როგორც არავაქცინირებულები. ვირუსოლოგები თანხმდებიან, რომ რესპირატორული ვირუსები ნაკლებად მომაკვდინებლებია, მაგრამ გაცილებით იოლად ვრცელდება. არსებობს კორონავირუსის 4 სახეობა, რომელთა მიერ გამოწვეულ დაავადებებსაც ხირად უბრალოდ, გაციებას უწოდებენ. მართალია არსებობს იმის შანსი, რომ ახალი ვარიანტები გაჩნდება, რომლებიც ვაქცინებისადმი მედეგი იქნება, მაგრამ დროთა განმავლობაში, ისინი ნაკლებ სიკვდილიანობას იწვევს.

პანდემია ბაზრებზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მასთან საბრძოლველად, მთავრობები ლოკდაუნს მიმართავენ, რაც ეკონომიკას და ბიზნეს აქტივობას ურტყამს. ამის შესაბამისად, იცვლება ცენტრალური ბანკების მონტარული პოლიტიკა, ისინ მთავრობებთან ერთად, სტიმულირების პროგრამებს მიმართავენ და უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ.

ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია წარმატებულად მიმდინარეობს, შეიძლება ინფექციების რიცხვი გაიზარდოს, მაგრამ სულ უფრო ნაკლები ადამიანი მიმართავს ჰოსპიტლებს. რაც მთავარია, სრული ლოკდაუნის საჭიროება აღარ არსებობს და ეკონომიკებს პანდემიამდელ დონეზე დაბრუნების შანსი ეძლევა.