პაუელის მტრედულმა ტონმა დოლარი დაასუსტა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
პაუელის მტრედულმა ტონმა დოლარი დაასუსტა

 

ფედრეზერვის შეფ ჯერომ პაუელის გამოსვლას კონგრესის ფინანსური სერვისების კომიტეტის წინაშე, დოლარის დასუსტება მოჰყვა. პაუელმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ცენტრალური ბანკი განაკვეთის შესაკვეცად მზადაა და დასძენს, რომ ეს შეიძლება იყოს პასუხი იმ „გაურკვევლობისადმი“, რომლის წინაშეც აშშ-ის ეკონომიკა იმყოფება.

ფედრეზერვმა პაუელის მიერ მომზადებული მოხსენება, კონგრესში გამოსვლის წინ გამოაქვეყნა. მასში ლაპარაკია იმაზე, რომ სავაჭრო ურთიერთობათა დაძაბვა და გლობალური ეკონომიკის დასუსტება, შეერთებული შტატების ეკონომიკის პროგნოზირებას ართულებს. გარდა ამისა, არსებობს იმის რისკი, რომ დაბალი ინფლაცია უფრო დიდხანს დარჩება, ვიდრე ფედრეზერვი მოელის.

პაუელის მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ, ამერიკული დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს წამყვან ვალუტასთან, დლარის საშუალო კურსს ასახავს, 0.3 პროცენტით, 96.80-მდე შემცირდა. მაგრამ ინდექსმა პარასკევს გამოქვეყნებული შრომის ბაზრის ოპტიმისტური სტატისტიკით მოპოვებული უპირატესობის მხოლოდ ნაწილი დათმო, რის შემდეგაც კორექცია დაიწყო.