ოქტომბერი დოლარის ხარების თვეა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ოქტომბერი დოლარის ხარების თვეა

ოქტომბერი სეზონური ტრეიდერებისთვის არაა ძლიერი თვე, თუმცა საყურადღებოა, რომ წლის მეათე თვეს დოლარი ძლიერად ატარებს ხოლმე და ინერციას ნოემბერშიც ინარჩუნებს. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ დოლარის ინდექსი უკვე ზედიზედ ხუთი წელია, რაც ოქტომბერს მოგებით ასრულებს.

დაახლოებით მსგავსი სტატისტიკაა ნოემბრის შემთხვევაშიც - ბოლო ათი წლის საშუალო მაჩვენებლით, დოლარის ინდექსი ნოემბერში საშუალოდ 1.37 პროცენტით მატულობს. ამასთან, ბოლო 9 წელიწადში ამერიკული ვალუტა ნოემბერში რვაჯერ გაიზარდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი რამ ფედრეზერვზეა დამოკიდებული. თუ ცენტრალური ბანკი განაკვეთს უცვლელად დატოვებს, რაც ზედიზედ ორ სხდომაზე შეკვეცის შემდეგ მოსალოდნელია, დოლარს აქვს იმის შანსი, რომ ბოლო წლების ტრადიცია შეინარჩუნოს და ზრდა გააგრძელოს.

ამ მხრივ, ბევრი რამ შრომის ბაზრის სტატისტიკაზეა დამოკიდებული, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება.