მძინარე გიგანტი გაღვიძებას იწყებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
მძინარე გიგანტი გაღვიძებას იწყებს

ევრო-დოლარის ბოლო ოთხი თვის მინიმალურ მაჩვენებლამდე დაცემა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამერიკული დოლარის პოტენციური გადაფასების შესაძლებლობას იძლევა. ყველაზე პოპულარული სავაჭრო წყვილის ვაჭრობა, მის ოცწლიან ისტორიაში, შარშან ყველაზე ვიწრო არხში მიმდინარეობდა, რაც ინვესტორებს ფრთხილი მოქმედებისკენ უბიძგებდა.

მაგრამ ახლა, როცა წყვილის ფასი მნიშვნელოვან ზღვარს მიუახლოვდა, გაჩნდა იმის შანსი, რომ ის მკვეთრ დაცემას გააგრძელებს, რაც ბაზარსაც გამოაცოცხლებს. ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდება, რომ აშშ-ის ეკონომიკა გაცილებით სჯობნის ევროკავშირისას. და როგორც ჩანს, კორონავირუსის ეპიდემია, ჩინეთთან ერთად, გერმანიის (ევროკავშირში ყველაზე მძლავრი ეკონომიკა) ეკონმიკასაც აზარალებს, რაც ევროკავშირის ეკონმიკაზე უარყოფითად აისახება. ეს კი იმის შანსს იძლევა, რომ ევრო-დოლარმა უფრო ღრმად ჩაყვინთოს.

„სიტიგრუპის“ მონაცემებით, ევროპის ეკონომიკური მოულოდნელობის ინდექსი ოთხი თვის მინიმალურ მაჩვენებელზეა. ეს იმ დროს, როცა ამერიკის იგივე ინდექსი ხუთი თვის მაქსიმალურ მაჩვენებელს აღწევს. პირველზე გერმანიის მრეწველობის სუსტი სტატისტიკა მოქმედბს, მეორეზე კი - აშშ-ის შრომის ბაზრის ოპტიმისტური მონაცემები.

მსოფლიო სავალუტო ბაზრის ყველაზე პოპულარული წყვილი, გასულ კვირაში დაახლოებით 2 პროცენტით გაიაფდა. მისი ფასი 1.09-მდე შემცირდა, რაც 5 პროცენტზე ნაკლებით არის დაშორებული 17-წლიან მინიმუმთან (1.03), რომელიც 2017 წლის იანვარში დაფიქსირდა.

ფასების რყევების შემცირება, დიდწილად ისეთ ვალუტებს ვნებს, რომლების განაკვეთებიც ნულთან ახლოს, ან მასზე დაბლაა. ასეთი ვალუტები კი არის ევრო, შვეიცარიული ფრანკი და იაპონური იენი. საქმე ისაა, რომ ჰეჯ ფონდები და ეგრეთ წოდებული ქერი ტრეიდერები, დაბალპროცენტიან ვალუტებში იღებენ კრედიტს და მაღალპროცენტიანში (როგორიცაა დოლარი) აბანდებენ. მცირე რყევები კი ასეთ საქმიანობას ნაკლებად მომგებიანს ხდის.

ამ სამი ვალუტიდან, ყველაზე უნიკალური ევროა, რასაც გეოპოლიტიკურ მოვლენებთან მას თითქმის ნულოვანი კორელაცია აქვს. ამის გამო, ეცროში კრედიტის აღებასა და დოლარში ინვერსტიცია მაშინაც კი მომგებიანია, როცა სადმე საბრძოლო მოქმედებები იწყება, ან ეპიდემია იფეთქებს.

შარშან ევროში სესხის აღებით და ამერიკულ დოლარში ინვესტირებით, დაახლოებით 5-პროცენტიანი მოგების მიღება იყო შესაძლებელი. შედარებისთვის, შვეიცარიული ფრანკის შემთხვევაში, იმავე კომბინაციით, მხოლოდ 1.7 პროცენტს მოიგებდით, იენით კი - მხოლოდ 1.5 პროცენტს.

ეს გარემოება ევროს დათვებს ახალისებს. შესაბამისად, ბოლო კვირების განმავლობაში, ჰეჯ ფონდბი ევრო-დოლარზე სულ უფრო მეტ მოკლე პოზიციას ხსნიან. ამის გამო, მოკლე პოზიციების საერთო რაოდენობა, ბოლო სამი წლის მაქსიმალურ მაჩვენებელს აღწევს.