მნუჩინი: აშშ სავალუტო ბაზარზე ინტერვენციას ჯერ არ გეგმავს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
მნუჩინი: აშშ სავალუტო ბაზარზე ინტერვენციას ჯერ არ გეგმავს

შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა სტივენ მნუჩინმა ბლუმბერგთან საუბრისას განაცხადა, რომ სახელმწიფო ამ ეტაპზე, სავალუტო ბაზარზე ინტერვენციას არ აპირებს. მისივე თქმით, მომავალში სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს და ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ სახელმწიფო და მისი ცენტრალური ბანკი ერთობლივად იმოქმედებენ.

„ხაზინის დეპარტამენტი ამჟამად ინტერვენციას არ აპირებს. მომავალში სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ ინტერვენციას არ ვგეგმავთ“, - ამბობს მნუჩინი.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხშირად ამბობს, რომ დოლარი, ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორების, მათ შორის ევროპის და ჩინეთის ვალუტებთან შედარებით, მეტისმეტად მყარია. ეს კი ამერიკულ ექსპორტს წამგებიან პოზიციაში ამყოფებს. ის ფედრეზერვს განაკვეთის შეკვეცისკენ ხშირად მოუწოდებს, რათა ამით დოლარის გამყარების პროცესის შეჩერება მაინც მოხერხდეს

მნუჩინმა ივლისში განაცხადა, რომ ხაზინის გაცვლის სტაბილიზაციის ფონდის განკარგულებაში 93.8 მილიარდი დოლარია. ეს ის ფონდა, რომელსაც ადრე ამერიკის მთავრობა, კრიზისების პერიოდებში, გარკვეულ ვალუტებთან კურსის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად იყენებდა.