ლაგარდი: გერმანიის სასამართლოს განაჩენის მიუხედავად ECB მაინც გააგრძელებს QE-ს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ლაგარდი: გერმანიის სასამართლოს განაჩენის მიუხედავად ECB მაინც გააგრძელებს QE-ს

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ამბობს, რომ გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ცენტრალური ბანკი ბონდების შესყიდვის პროგრამას გააგრძელებს.

„ფასების სტაბილურობის მისაღწევად, ჩვენ პანდემიასთან დაკავშირებულ და უფრო ადრეულ პროგრამის, რომელიც 2015 წლიდან მოქმედებს, გაჩერებას არ ვაპირებთ“, - ევროპულ გამოცემებთან ერთდროული ინტერვიუს დროს განაცხადა ლაგარდმა.

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ ახლახანს გადაწყვიტა, რომ აქტივების შესყიდვების პროგრამა, რომელიც 2015 წლიდან მოქმედებს და რომლის შესაბამისადაც, 2.7 ტრილიონი ევროს ვალია გამოსყიდული, შესაძლოა არ შეესაბამება გვერდითი მოვლენების რისკებს, რის გამოც, ის შესაძლოა უკანონოდ ჩაითვალოს. სასამართლომ ECB-ს სამი თვე მისცა იმისთვის, რომ თავისი მონეტარული პოლიტიკის მართებულობა დაასაბუთოს. წინააღმდეგ შემთევევაში, ბუნდესბანკს, რომელზეც შესყიდვების დაახლოებით მეოთხედი მოდის, ამ პროგრამის დატოვება მოუწევს.

მაგრამ ლაგარდი ამბობს, რომ ევრო ზონაში შემავალი ყველა ცენტრალური სრულად უნდა მონაწილეობდეს მონტარული პოლიტიკის შემუშავებასა და რეალიზაციაში. ამასთან, ყოველი მათგანი არის დამოუკიდებელი და მათ მთავრობისგან მიღებული მითითებების შესრულება არ ევალებათ. და ეს ყველაფერი, ხელშეკრულებაშია გაწერილი.

ECB-მ პანდემიის საგანგებო შესყიდვების პროგრამა მარტში შეიმუშავა. პროგრამა წელს 750 მილიარდი ევროს ვალების გამოსყიდვას ითვალისწინებს. ამასთან, წინა პროგრამასთან შედარებით, ახალს ნაკლები შეზღუდვა აქვს. უფრო მეტიც, ბევრი ეკონომისტი ფიქრობს, პროგრამა უნდა გაფართოვდეს და ეს ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის უახლოეს (ივნისის) სხდომაზე უნდა მოხდეს.