კუროდა მსოფლიო ეკონომიკის არათანაბარი აღდგენის მოლოდინშია

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
კუროდა მსოფლიო ეკონომიკის არათანაბარი აღდგენის მოლოდინშია

იაპონიის ბანკის (BOJ) მმართველი ჰარუჰიკო კუროდა ამბობს, რომ პანდემიის შემდეგ, მსოფლიო ეკონომიკა არათანაბრად აღდგება, რაც დანაზოგების ზრდას, ეკონომიკურ უთანაბრობას და დავალიანებების ზრდას გამოიწვევს.

„გაზრდილი დანაზოგების, უთანაბრობის და ვალების ზრდის ტრიოს, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი აქვს და თეორიულად, ჩვეულებრივი საპროცენტო განაკვეთის შემცირების გამოწვევა შეუძლია“, - ამბობს კუროდა.

პანდემიით გამოწვეული ჩაკეტვების შემდეგ, მსოფლიო ეკონომიკამ ნაწილობრივი აღდგენა დაიწყო. ამ პირობებში, ცენტრალურმა ბანკებმა ეკონომიკის დახმარება, ლიკვიდურობის გაზრდილი მიწოდების ნაცვლად, კომპანიებისთვის უშუალო დახმარებით უნდა შეცვალონ, რათა მათ გადამხდლუნარიანობაში შეუწყონ ხელი, დასძენს კუროდა.

„ჩვენი რეაგირება უნდა გადაერთოს დაუყოვნებლივი ღონისძიებებიდან, საშუალო და გრძელვადიან სტრუქტურულ პოლიტიკაზე. ამ მხრივ, ჩვენ ვხედავთ ისეთი საკითხების წრის გაფართოებას, რომლებიც ცენტრალურმა ბანკებმა აუცილებლად უნდა გაითვალიწსინონ“, - დასძენს კუროდა.

ზოგი ვენტრალური ბანკი, კრიზისული რჟიმის პოლიტიკიდან გამოსვლის გზებს ეძებს, რაც გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების და ინფლაციის ზრდის კვალად ხდება. სხვები კი, მათ შორის, იაპონიის ბანკიც, რბილი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას ემხრობა, რადგან მათთან ინფლაციის ზრდის ტემპი არასაკმარისია.

კუროდა ამბობს, რომ გლობალური ეკონომიკის არათანაბარ აღდგენას, ცალკეულ ეკონომიკებს შორის არათანაბრობის გაღრმავება გამოწვევა შეუძლია, რაც კლიმატის ცვლილებასთან და მისგან გამოწვეულ პრობლემებთან ერთად, ცენტრალუ ბანკებს ახალ გამოწვევებს უმზადებს.

პანდემიურმა კრიზისმა, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გავრცელებას შეუწყო ხელი, რასაც ერთი მხრივ, პროდუქტიულობის გაზრდა შეუძლია, მაგრამ იმავდროულად, უთანაბრობასაც შეუწყობს ხელს, თუ ამ ტექნოლოგიებს საზოგადოების მხლოდ მცირე ნაწილი აუბამს ფეხს.

„ჩვენ იმ ფაზაში ვართ, როცა პანდემიური გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს. მაგრამ ეს შუქი, საზოგადოების და ეკონომიკის განვიტარების სწორ სურათს შეიძლება არ იძლეოდეს“, - დასძენს კუროდა.