ჯეიპი მორგანი სტერლინგზე მოკლე პოზიციებს ზრდის

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ჯეიპი მორგანი სტერლინგზე მოკლე პოზიციებს ზრდის

იმის მიუხედავად, რომ სტერლინგი სექტემბერში სოლიდურად გამოიყურებოდა, „JP მორგან ჩეიზი“ თვლის, რომ ბრიტანული ვალუტის გაყიდვის ხელსაყრელი დრო დადგა. და შესაბამისად, სტერლინგზე მოკლე პოზიციების რაოდენობას ზრდის.

მას შემდეგ, რაც ტრეიდერებმა ჩათვალეს, რომ უხელშეკრულებო ბრექსიტის შანსები შემცირდა, სტერლინგზე მოთხოვნაც გაიზარდა. ბრიტანულმ ვალუტამ, G10-ის ჯგუფის ყველა ვალუტასთან ზრდა დაიწყო.

ბრიტანული ფინანსური გიგანტი სტერლინგის გაყიდვის რეკომენდაციას იძლევა ფრანკთან წყვილში. ამის მიზეზი ისაა, რომ ბანკის ანალიტიკოსების აზრით, ევროკავშირთან ბრექსიტის ხელშეკრულების ოქტომბრამდე დადების შანსი „ძალიან მცირეა“. ამასთან, იანვარში ხისტი ბრექსიტის შანსი გაიზარდა. გარდა ამისა, ინგლისის ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრმა მაიკლ სონდერსმა, თავის ბოლო გამოსვლაში, მოულოდნელად მტრედული განწყობა გამოავლინა, რამაც სტერლინგზე უარყოფითად იმოქმედა.

ბრიტანულმა ვალუტამ ამერიკულ დოლართან წყვილში, სექტემბერში დაახლოებით 1 პროცენტით მოიმატა. 1.9-პროცენტიანი ზრდა იყო შვეიცარიულ ფრანკთან. „JP მორგანი“ რეკომენდაციას იძლევა, რომ სტერლინგი ფრანკთან წყვილში, 1.22 ნიშნულზე გაიყიდოს, რა შემთხვევაშიც, სტოპი 1.2450-ზე განლაგდება.