JP მორგანის შეფი პოლიტიკოსებს აკრიტიკებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
JP მორგანის შეფი პოლიტიკოსებს აკრიტიკებს

„JP მორგან ჩეიზის“ მთავარი აღმასრულებელი ჯეიმი დიმონი პოლიტიკოსებს აკრიტიკებს, რომლებიც მისი თქმით, ბავშვებივით იქცევიან, როდესაც არ ამტკიცებენ სტიმულირების ახალ პროგრამას. დიმონი ამბობს, რომ დამატებითი სტიმულირება აუცილებელია, რადგან კორონავირუსის პანდემიამ ამერიკელი მოსახლეობის შემოსავლები გაანადგურა და მათ დახმარების გარეშე ძალიან გაუჭირდებათ.

„ჩვენი პოლიტიკოსები ბავშვურად იქცევიან. უბრალოდ, გასაკეთებელი უნდა გააკეთონ“, - ამბობს დიმონი დემოკრატებზეც და რესპუბლიკელებზეც, რომლებიც სტიმულირების პროგრამის მოცულობაზე ვერ შეთანხმებულან და სანამ მათი მოლაპარაკება ჩიხშია, მოსახლეობა ზარალდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონგრესში მსჯელობა ოთხშაბათს გაიმართა, რა დროსაც, აშშ-ის დემოკრატ სენატორთა ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ მან და წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ, სტიმულირების პროგრამის განსახილველად, სენატის უმრავლესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი და სხვა რესპუბლიკელები ოფიციალურად მიიწვიეს.

უფრო ადრე, მაკკონელმა განაცხადა, რომ კონგრესი უნდა ესწრაფოდს იმ პუნქტებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევაზე, რომლებზეც მცირე განსხვავებებია. იმავდროულად, მან დემოკრატები დაადანაშაულა იმაში, მათ რესპუბლიკელი სენატორების მიერ მომზადებული პაკეტის დამტკიცებას შეუშალეს ხელი. აღნიშნული პაკეტი, ეკონომიკის სტიმულირებისთვის 500 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. დემოკრატებმა ასეთ მოცულობას არაადეკვატური უწოდეს.