ინგლისის ბანკი მტრედულ განწყობაზე გადადის

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ინგლისის ბანკი მტრედულ განწყობაზე გადადის

როგორც ინგლისის ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრი მაიკლ სონდერსი ამბობს, რბილი ბრექსიტიც შეიძლება არ იყოს საკმრისი იმისათვის, რომ ინგლისის ბანკმა სტერლინგზე განაკვეთი არ შეკვეცოს.

სონდრსის თქმით, ბრექსიტთან დაკავშირებული ხანგრძლივი გაურკვევლობის გამო, ეკონომიკა ძლიერ დაზარალდა. ამასთან, ბრექსიტის გადადების, ან გაუქმების შემთხვევაშიც კი, სწრაფი აღდგენა შეუძლებელი იქნება.

საფინანსო ბაზრებზე უკვე დიდი ალბათობით ვარაუდობენ, რომ ინგლისის ბანკი განაკვეთს მომავალი წლის აგვისტომდე მეოთხედი პროცენტით შეკვეცავს. სონდრსის გამოსვლის შემდეგ, სტერლინგმა დოლართან ბოლო სამი კვირის მინიმალური მაჩვენებელი განაახლა. თუმცა ძლიერ ვარდნას ადგილი არ ჰქონია.

„მიცუბიში UFG-ს“ ანალიტიკოსი ლი ჰარდმანი ამბობს, რომ თუნდაც ინგლისის ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ყველაზე ქორულად განწყობილმა წევრებმა, პოზიცია შეარბილონ, სტერლინგის ძირითად მამოძრავებელ ძალად მაინც ბრექსიტთან დაკავშირებული მოვლენები დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ბრექსიტის ვადა 31 ოქტომბერს იწურება და არაფერი მიანშნბს იმაზე, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის და ირლანდიის საზღვართან დაკავშირებით, სიტუაცია შეიცვლება.