ინგლისის ბანკი განაკვეთს მაისამდე ორჯერ გაზრდის

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ინგლისის ბანკი განაკვეთს მაისამდე ორჯერ გაზრდის

„ბენკ ოფ ამერიკა მერილ ლინჩი“ (BofA) ვარაუდობს, რომ ინგლისის ბანკი სტერლინგზე განაკვეთს მაისამდე ორჯერ გაზრდის. ამით პასუხი გაეცემ სწრაფი ტემპით მზარდ ინფლაციას. მაგრამ ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება, მეტწილად ქვეყანაში არსებულ უმუშევრობის დონეზე იქნება დამოკიდებული.

ამერიკული ბანკის ძირითადი სცენარის შესაბამისად, ინგლისის ბანკი (BOE) სტერლინგზე განკვეთს 15 საბაზისო პუნქტით თებერვალში გაზრდის. წინა პროგნოზით, განაკვეთის პირველი აწევა მაისში იყო მოსალოდნელი. ბლუმბერგის ინფორმაციით, პროგნოზი მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც BOE-მ გამოაცხადა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების დასაწყებად, გარემოებათა პაკეტი გამყარდა.

ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ წლის ბოლოსთვის ინფლაცია 4 პროცენტს მიაღწევს, რაც მიზნობრივ დონეზე (2 პროცენტი) ორჯერ მეტია.

„თუ უმუშევრობის დონე არ გაიზრდება, ჩვენ ხედვით, განაკვეთი პირველად თებერვალში აიწევს. მაგრამ ასეთი სცენარი ჯერ სრულად გარანტირებული არ არის“, - ამბობს „ბენკ ოფ ამერიკა მერილ ლინჩის“ ეკონომისტი რობერტ ვუდი.

ხელფასების მხარდაჭერის პროგრამა 30 სექტემბერს დასრულდება. ცენტრალური ბანკი მოელის, რომ უმუშევრობის დონე 5 პროცენტს არ ასცდება.