იენმა დოლართან შესაძლოა 100-იან ნიშნულს მიაღწიოს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
იენმა დოლართან შესაძლოა 100-იან ნიშნულს მიაღწიოს

კორონავირუსის მსოფლიოში გავრცელების ფონზე, იაპონური იენი სულ უფრო იმყარებს პოზიციებს. ეს ზრდის იმის ალბათობას, რომ საკუთარი ვალუტის უსაშველოდ გამყარების თავიდან ასაცილებლად, იაპონიის ცენტრალური ბანკი, ბაზარზე ინტერვენციას განახორციელებს. თუმცა ამის მიუხედავად, ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ იენი დოლართან წყვილში, ადრე თუ გვიან, 100-იან ზღვარს მიაღწევს.

წყვილის ფასი 2016 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონემდე დაქვეითდა. ანლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ცენტრალური ბანკისგან, ბაზარზე ჩარევა არ ღირს, რადგან ეს იენის გამყარებას ვერ შეაჩერებს. საინვესტიციო ჯგუფ „პეპერსტოუნის“ ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ წყვილის ასამდე ჩამოსვლის შანსი 49 პროცენტია და ამის შეჩერება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ცენტრალური ბანკი იენის გაყიდვას დაიწყებს.

იენი დლართან წყვილში, ამ კვირაში 101.19-ზე ავიდა, რაც 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კორონავირუსის გავრცელების გარდა, ეს ნავთობზე ფასის მკვეთრმა ვარდნამაც განაპირობა, რაც თავის მხრივ, ასევე ეპიდემიას უკავშირდება.

საინტერესოა, რომ იაპონიის ბანკი 2011 წლის შემდეგ, ბაზარზე ჩარევისგან თავს იკავებს. მაშინ ჩარევა მას შემდეგ მოხდა, რაც იენი დოლართან რეკორდულად გამყარდა - 1 დოლარის ფასი 75.35 იენზე ჩამოვიდა. მაგრამ ცენტრალური ბანკის მიერ, იენის გაყიდვა, აშშ-ის ხაზინის ყურადღებას მიიქცევს, რომელსაც იაპონიის ბანკი იმ სიაში ჰყავს შეყვანილი, რომელსაც ყურადღებით აკვირდება. აშშ-ის ხაზინის განცხადებით, ინტერვენციის გამოყენება, მხოლოდ უკიდურესად ექსტრემალურ სიტუაციებშია მისაღები და ისიც, სხვა ცენტრალურ ბანკებთან კონსულტაციების შემდეგ.